მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჭრელი საზოგადოება შეიკრიბა ფილარმონიაში'' - რომან გოცირიძე

,,ჭრელი საზოგადოება შეიკრიბა ფილარმონიაში” – რომან გოცირიძე

Published on

,,ჭრელი საზოგადოება შეიკრიბა ფილარმონიაში. მოტყუებულთა და იმედგაცრუებულთა თავყრილობა შეიძლება ვუწოდოთ მას''. – ასე აფასებს რომან გოცირიძე დავით მაღრაძისა და მისი მომხრეების  შეხვედრას   ფილარმონიაში, რომელსაც სიტუაციის დასაზვერად მისული ის ადამიანებიც ესწრებიან, რომელნიც არ აპირებენ გაწევრიანებას მი მიერ დაფუძნებულ თუ განახლებულ მოძრაობაში ,,დაიცავი საქართველო''
,, 
უცნაური ისაა, რომ მის ორგანიზატორებს იმეგდგამცრუებლის და მომტყუებლის მიმართ აუგი ვერ დააცდენინეს.
 
ეს იმიტომ, რომ მიზნებიც ჭრელი აქვთ: ერთ ნაწილს კვლავ უკან მიჩოჩება უნდა, მეორეს- მღვრიე წყალში ფულის შოვნა, როგორც არაერთხელ გამოსვლიათ, მესამეს-შურისძიება დაუმსახურებელი გარიყვისათვის, მეოთხეს-გაუქმებული გრანტის აღდგენა და ა. შ. ცვლილებების გულწრფელი მომხრეებიც არიან, რომლებსაც სურთ, რომ ”ესენი უნდა წავიდნენ, ოღონდ ისინი არ უნდა მოვიდნენ”. 
 
როგორი პრაგმატული თუ იდეალისტური მიზნები არ უნდა ამოძრავებდეთ, ერთი რამ ფაქტია: ივანიშვილს საყრდენი ჩამოეშალა და წვრილფეხა ფუნციონერების ამარა დარჩა.
 დანარჩენი დროის და ტექნიკის საქმეა!აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი რომან გოცირიძე.
 
რაც შეეხება მათ სულისკვეთებას, ვინც ფილარმონიასი მივიდა, მაგრამ ვისაც ორგანიზატორებმა ,,ქართული ოცნების'' მიმართ აუგი ვერ დაცდენინეს, ძალიანმკაფიოდ გამოხატავს ბავშვობაში ჩარჩენილი  მომღერალი და ახალ პოლიტიკასი მოცურავე ნინი ქარსელაძე: 
 
„საქართველოს არავისგან არ ვიცავ, მე ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანას დაცვა არ სჭირდება 2012 წლის შემდეგ ვინმესგან და განსაკუთრებით ეს მმართველ გუნდს ეხება. მე მოვედი, რომ მოვისმინო ადამიანების აზრი, რომლებსაც წლებია, ვიცნობ. ბევრ მათგანს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მინდა, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდე იმაში, რომ მე სწორ პოზიციაზე ვარ. მე ვარ ქართული ოცნების, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი და დარწმუნებული ვარ, რომ იქიდან გამოსულიც ამ პოზიციაზე დავრჩები. ბევრი კითხვა მაქვს და იქნებ ამ კითხვებზეც პასუხი მივიღო, რატომ მოხდა მათი ამ პოზიციებზე გადასვლა,“ – განაცხადა ნინი ქარსელაძემ

სიახლეები

ექიმი-ვიზალიბერალიზაციის გაუქმება უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება – პასუხისმგებელი რუსული ოცნებაა

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში იმ საფრთხეების შესახებ წერს, რაც შესაძლოა...

“მომავალი ახალგაზრდებისაა” – დიდ პროტესტს სინდისის პატიმრების მშობლებიც უერთდებიან

თბილისში დაანონსებულ დიდ პროტესტს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც უერთდებიან - რეჟიმის ტყვეების მშობლები "პირველებთან"...

ელექტროენერგიის მიწოდება კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიის გამო შეიზღუდა – “საქართველოს ელექტროსისტემა”

თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება. ამის შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემაზე"...

ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა

ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით,ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში, დადიანის ქუჩაზე მოხდა,როცა მოზარდი...