მთავარისიახლეებისაზოგადოებასამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

Published on

ამ წუთებში სამხარეო პოლიციის შენობასთან აქციას მართავს დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი პოლიციის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.,, ჩემი შვილი დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დარბაზში დაიჭირეს, ცრუ ჩვენების ბრალდებით. იცით ვინ ისროდა და თქვიო.,, – განაცხადა ბესიკ დგებუაძის დედამ მანანა მითაგვარიამ.მისი თქმით, ორივე შვილი 2018 წლის ნოემბერში სახლიდან გაიყვანეს ზაზა სვანიძის დავალებით და იმ საღამოს დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით, მოგვიანებით ორივე მათგანი დააკავეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივეს გირაო შეუფარდა. პროკურატურამ ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი ერთ- ერთი გაათავისუფლა, ბესიკ დგებუაძეს კი 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ოჯახი აცხადებს, რომ სვანიძეს ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები მფარველობენ. შემთხვევა სვანიძესა და დგებუაძეებს შორის ბინესდავას უკავშირდება.

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...