მთავარისიახლეებიპოლიტიკამერობის კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ საარჩევნო შეხვედრა ფაიფურის მოსახლეობასთან გამართა

მერობის კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ საარჩევნო შეხვედრა ფაიფურის მოსახლეობასთან გამართა

Published on

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება.
 
 გიორგი შენგელიამ დღეს შეხვედრები ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში (ფაიფურის დასახლება) ჩიქოვანის ქუჩაზე გამართა, სადაც მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ამავე დასახლებაში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსშიც იმყოფებოდა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. 
 
„ჩვენი მთავრობა ბევრს აკეთებს დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის კუთხით, წელს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ბარამიას ქუჩაზე,სადაც 720 დევნილი ოჯახისთვის ბინები შენდება, უახლოეს პერიოდში ასევე დაიწყება, 240 ოჯახისთვის ბინის მშენებლობა.“ – განაცხადა დევნილებთან შეხვედრაზე ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...