მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკავებაში, ზუგდიდის პოლიციის უფროსი პირადად მონაწილეობდა- ენმ

ზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაკავებაში, ზუგდიდის პოლიციის უფროსი პირადად მონაწილეობდა- ენმ

Published on

ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკავებაში, ზუგდიდის პოლიციის უფროსი პირადად მონაწილეობდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ აკავებს უშუალოდ ირაკლი ფაცაცია ოპოზიციის წევრებს.
 
ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი პატარაია კი ხელწერილის საფუძველზე გვიან ღამით გაათავისუფლეს. მისი განცხადებით, სამართალდამცველები უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, პოლიტიკური დევნით არიან დაკავებულები.
 
"მივდიოდით პოლიტიკურ ღონისძიებაზე. თვალთვალი იყო განხორციელებული მანქანის მიერ. არ ვიცოდით ჩვენ ვისი მანქანა იყო. მოვთხოვეთ ამ მანქანაში მსხდომ ადამიანებს საბუთი, არ გვაჩვენეს. გამოვიძახეთ პოლიცია და პოლიციის მოსვლის შემდეგ მათ აჩვენეს ჩვენს წარმომადგენლებს საბუთი. 
 
სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება პოლიციას, იმ ადამიანებს ვინც უნდა ემსახურებოდნენ ქვეყანას, დავალებას აძლევენ სხვა მიმართულებით, რომ დევნა იყოს პოლიტიკური მიმართულებით, დევნა იყოს იმ კანდიდატის მიმართ, რომელიც იგებს დღეს ზუგდიდში,"-განაცხადა გიორგი პატარაიამ. 
 
ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ანი წითლიძემ კი პოლიციის განყოფილება მოგვიანებით დატოვა, თუმცა ამ დრომდე დაკავებულია მანუჩარ ჩხეტია. წინასწარი დაკავების იზოლატორში მის გადაყვანას ხმაური მოყვა, რა დროსაც ჩხეტიას დედა შეუძლოდ გახდა.
 
"ეს დაკავება არის წმინდა სახის პოლიტიკური დაკავება, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულთან და ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ ჩვენმა თანამებრძოლმა სწრაფად დატოვოს იზოლატორი,"-აცხადებს ენმ-ს აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია. 
 
შსს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ხულიგნობასა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...