მთავარისიახლეებისამართალი"თემირლანის დედას აინტერესებს, რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი?''- ქისტური დიასპორის წარმომადგენლის შეკითხვა ...

“თემირლანის დედას აინტერესებს, რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი?”- ქისტური დიასპორის წარმომადგენლის შეკითხვა დუისში მყოფ მინისტრებს

Published on

პანკისში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე მყოფ მინისტრებს კითხვა ქისტური დიასპორის წარმომადგენელმა, მექა ხანგოშვილმა დაუსვა. ის შეხვედრაზე თემირლან მაჩალიკაშვილის დედასთან, მედიკო მარგოშვილთან ერთად იმყოფება.
 
ხანგოშვილმა ჰკითხა მინისტრს, რა აუცილებლობას წარმოადგენდა მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია და არის თუ არა გამართლებული მაშინ, როცა საერთაშორისო ტერორისტი ბრეივიკი ციხეში განსაკუთრებულ პირობებში იმყოფება.
 
"თემირლანის დედას აინტერესებს, რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი, თუნდაც, დავუშვათ და მას რამე დანაშაული ჰქონოდა. ბრეივიკი ციხეშია, ის განათლებას იღებს და იმასაც კი აპროტესტებს, ყავა რატოა ცივი და არა ცხელი. თუნდაც, 20 წელი მჯდარიყო ციხეში, თუ ბრალი დაუმტკიცდებოდა, ოღონდაც დედას ის ცოცხალი ჰყოლოდა"- განაცხადა ხანგოშვილმა.
 
მაია ცქიტიშვილის განმარტებით, კითხვაზე რატომ მოხდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია, პასუხის გაცემა გამოძიების დასრულებამდე არ შეუძლია. 
 
​ვიცე-პრემიერი და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და განათლების მინისტრის მოადგილე პანკისის ხეობის სოფელ დუისში ახალგაზრდებს შეხვდნენ. 
 
მინისტრებთან შეხვედრა დუისის საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობდა. 

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს

11 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს. მარიონეტული რეჟიმის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრთხის რეჟიმი...

ფინანსური დავალიანების გამო ჩვენი სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა – TV პირველი

ტელეკომპანია პირველის განცხადებით, ფინანსური დავალიანების გამო, , 11 მარტს ტელევიზიის სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა. "ფინანსური დავალიანების...

ნატალი ლუაზო-თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს

თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა,...

ტრამპი-ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია

ირანის სამხედრო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია და ქვეყანა დამარცხების ზღვარზეა - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა...