მთავარისიახლეებიპოლიტიკასამეგრელოში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს დაკავებული მანუჩარ ჩხეტია ამ...

სამეგრელოში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს დაკავებული მანუჩარ ჩხეტია ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.ადვოკატი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

Published on

სამეგრელოში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს დაკავებული მანუჩარ ჩხეტია ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. მას ბრალი ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს.
 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გამოძიება ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, თუმცა ადვოკატი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.
 
მანუჩარ ჩხეტიას ადვოკატის, მირანდა გოგოხიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჩხეტიას ინტერესების დამცველის განცხადებით, დაცვის მხარემ გუშინდელი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა მთლიანად გაშიფრა, თუმცა ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები აღნიშნულ მასალაში არ მოიპოვება. დაცვის მხარე აპირებს, რომ ეს ვიდეომასალა მტკიცებულებად წარადგინოს.
 
„მანუჩარ ჩხეტია თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ეტაპისთვის სასამართლო ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის. ის თვლის, რომ მას არანაირი დარღვევა არ ჩაუდენია და თვლის, რომ ეს პროვოკაცია იყო, პოლიტიკური ელფერი აქვს ამ საქმეს,“ – განცხადა მირანდა გოგოხიამ.
 
ოპოზიციას და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების დროს დააკავეს ოპოზიციის კიდევ ორი წევრი, გიორგი პატარაია და ანა წითლიძე, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მათ დაკავებებში კი უშუალოდ მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები.
 
ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია იძაბება. სამართალდამცველებმა ოპოზიციის წევრები ინციდენტის დროს დააკავეს, რომელიც სოფელ ნარაზენში მოხდა.
 
დასახლებაში საარჩევნო შეხვედრებისთვის გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იყო ჩასული, რომლის გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ.
 
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობები და პოლიციაც გამოიძახეს, პოლიცია მოვიდა, მაგრამ…ნაციონალური მოძრაობის წვრები დააკავა. ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათი პოლიტიკური დევნა დაიწყო.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....