მთავარისიახლეებიპოლიტიკაფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში ამჯერად... ტერენტი გრანელის გამო

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში ამჯერად… ტერენტი გრანელის გამო

Published on

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს უკვე მეორედ, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
 
ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მირდატ ქამადაძესა და „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი პატარიძეს შორის მოხდა.
 
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი პატარიძემ ბათუმის საკრებულოში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება, მირდატ ქამადაძემ კი მას შეუსწორა, რომ ტერენტი გრანელი პოეტია. აღნიშნულს ირაკლი პატარიძის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგად კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
 
დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ.
 
ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში სამართალდამცავები ისევ რჩებიან, სხდომაზე კი შესვენებაა გამოცხადებული.
 
 ფიზიკური დაპირისპირების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე დაშავდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელსაც დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავს.
 
როგორც ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მას „ქართული ოცნების“ წევრებმა დაზიანებები სახის არეში მიაყენეშეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაახლოებით ერთი საათის წინაც დაუპირისპირდნენ.
 
შეგახსენებთ, ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს უკვე მეორედ, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...