მთავარისიახლეებისაზოგადოებახმაური და დაძაბულობა ზუგდიდში - ადგილზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო

ხმაური და დაძაბულობა ზუგდიდში – ადგილზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო

Published on

სიტუაცია წუხელ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც დაკავებულთაგან ერთ-ერთი მანუჩარ ჩხეტია არ გაათავისუფლეს.სამმართველო გვიან ღამით დატოვა ენმ-ის ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ანი წითლიძემ.თუმცა ამ დრომდე დაკავებულია პარტიის კიდევ ერთი წევრი მანუჩარ ჩხეტია. სამმართველოსთან იმყოფებოდნენ ჩხეტიას ოჯახის წევრები, რომლებიც სამართალდამცავებისგან ითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ დააკავეს მანუჩარ ჩხეტია. სამმართველოს ეზოში ჩხეტიას ოჯახის წევრი ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ანი წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩხეტიას მასთან ერთად უშვებდნენ, თუმცა მოულოდნელად პოლციამ შეცვალა გადაწყვეტილება და ის ადვოკატის გარეშე პოლიციის შენობიდან წაიყვანეს. „არ გვეუბნებიან რატომაა დაკავებული, რის საფუძველზე. სამხარეო პოლიციის უფროსი და ქალაქის პოლიციის უფროსი, რომლებიც აქ დგანან და ჩვენზე უკანონო თვალთვალს ახორციელებდნენ, არ გვეუბნებიან რატომ არის ჩხეტია დაკავებული“ – განაცხადა წითლიძემ. პოლიციის სამმართველოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იმყოფებოდნენ. შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ოპოზიციის წევრები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს. მოგვიანებით პოლიციაში მყოფ გიორგი პატარაიას განუცხადეს, რომ ის გამოკითხვაზე ყავდათ.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...