მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს არის თავზე აღებული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიცია...

ეს არის თავზე აღებული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან – აცხადებს საპარლამენტო ოპოზიცია გუშინ, სამეგრელოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

Published on

პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად დაიწყო – ასეთია საპარლამენტო ოპოზიციის შეფასება, გუშინ, სამეგრელოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.  
 
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის კანდიდატს გახარიას ზონდერები მიუგზავნა. საუბარია ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ენმ-ს წევრები დააკავეს. 
 
„ადამიანი, რომელიც მართლაც დასაჭერი იყო გუშინ, ეს იყო ირაკლი ფაცაცია, ზუგდიდის პოლიციის უფროსი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა გარდა იმისა, რაც უნდა გააკეთოს პოლიციელმა. სანდრა რულოვსის შტაბის  წევრებზე და თავად სანდრა რულოვსზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი, მათშორის შეხვედრების დროს და როდესაც აღნიშნული შეამჩნიეს შტაბის წევრებმა და გამოიძახეს პოლიცია მიიღეს ის პროვოკაცია და ის საქციელი რაც ვიხილეთ ირაკლი ფაცაციას მხრიდან. სადაც ძალადობდნენ პირდაპირ ანა წითლიძეზე, ქალზე რომელიც არის ჩვენი ზუგდიდის რაიონის  ხელმძღვანელი, გიორგი  პატარაიაზე, რომელიც მრავალი წელია ჩვენი პრესსამსახურის უფროსია. ეს არის თავზე აღებული ქმედებები  ხელისუფლების მხრიდან რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პანიკაში. ამიტომ დარბის ხიბულაში იმისთვის, რომ იმათხოვროს ხმებისთვის. ამიტომ მიუქსია ფაცაციას სახით და გახარიას ზონდერები სანდრა რულოვსის კამპანიას,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
 
სამეგრელოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება „ევროპული საქართველოც“. გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ხელისუფლების გუშინდელი ქმედება სისუსტის და შიშის გამოხატულებაა ოპოზიციის კანდიდატის მიმართ.
 
„ზუგდიდში მომხდარი ეს ფაქტი არის მიუღებელი აბსოლუტურად პოლიტიკური თვალსაზრისით პირველ რიგში. მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და ეს არის ჩემი აზრით გამოხატულება შიშის და სისუსტის, როგორც ჩანს ადგილობრივ კანდიდატს და ხელისუფლებას ძალიან ეშინია სანდრა რულოვსის კანდიდატურის. მეორეს მხრივ ახლა საქართველომ ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე იმიჯის თვალსაზრისით და თუ კი ეს ასე უნდა გაგრძელდეს კიდევ ეს კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო გაღრმავდება ის ნაპრალი თუ უფსკრული ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ეს არის ძალიან სახიფათო ჩემი აზრით მიდგომა, როდესაც არის საარჩევნო კამპანია, მით უმეტეს ოპოზიციის მისამართით ძალიან ფრთხილად უნდა იყოს პოლიციაც და ხელისუფლებაც,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა. 
 
ვითარება ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. მთელი დღის განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სპეცსამსახურების თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. დღის ბოლოს შეხვედრაზე მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბუთების წარდგენა მოსთხოვეს და დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ გაერთიანებული ოპოზიციის სამი წევრი დააკავა. მათ აყვანაში ზუგდიდის პოლიციის უფროსიც მონაწილეობდა.

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...