მთავარისიახლეებიპოლიტიკაბაჩანა შენგელია დარწმუნებულია, რომ თადუმაძის უწყებას მომხდარი სათანადოდ არა აქვს გამოძიებული, რის...

ბაჩანა შენგელია დარწმუნებულია, რომ თადუმაძის უწყებას მომხდარი სათანადოდ არა აქვს გამოძიებული, რის გამოც მას მასალების გაცნობის უფლებას არ აძლევენ

Published on

ბაჩანა შენგელია დედის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმის მასალების გაცნობას, ამჯერად სასამართლოს საშუალებით ითხოვს.
 
გადაწყვეტილება შენგელიამ მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურატურამ საქმის მასალების გაცნობაზე უარი უთხრა. პროკურატურის  გადაწყვეტილება ია კერზაიას შვილმა სასამართლოში გაასაჩივრა.
 
ბაჩანა შენგელია დარწმუნებულია, რომ თადუმაძის უწყებას მომხდარი სათანადოდ არა აქვს გამოძიებული, რის გამოც მას მასალების გაცნობის უფლებას არ აძლევენ. საქალაქო სასამართლოს კი სარჩელის განხილვისთვის ვადა 15 დღე აქვს.
 
„სასამართლოს ვთხოვთ უკვე განიხილოს აღნიშნული უარის კანონიერება. ვითხოვთ, რომ ჩავერთოთ საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. დარღვეულია ევროსასამართლოს პრაქტიკა ამ უარით. ჩვენ წარმოვუდგინეთ სასამართლოს ევროსასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, რომ პროკურატურა ვალდებულია მე ჩამრთოს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ და რაც მთავარია სასამართლოს ვთხოვთ, რომ ღია სასამართლო სხდომაზე მოახდინოს საქმის განხილვა. არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და იმედი მაქვს პროკურორები გასცემენ ამ შეკითხვებზე პასუხს,“-აცხადებს ბაჩანა შენგელია.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....