მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის მერია მძღოლებს თავაზობს მანქანებს თეთრად შეღებვის ნაცვლად, თეთრი ფირი გადააკრან,...

თბილისის მერია მძღოლებს თავაზობს მანქანებს თეთრად შეღებვის ნაცვლად, თეთრი ფირი გადააკრან, მაგრამ რა ჯდება ფირის გადაკვრა?

Published on

თბილისის მერმა კახა კალაძემ 11 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერია ტაქსის მძღოლებს შესთავაზებს, მანქანებს თეთრად შეღებვის ნაცვლად, თეთრი ფირი გადააკრან.
 
კალაძის თქმით, ცვლილების მიზეზი მძღოლების პროტესტი გახდა მანქანების გადაღებვის შედეგად მათი ღირებულების შემცირების გამო.
 
“გადაღებვის თანხები რომ არ დააწვეს ტაქსის მძღოლებს, ეს პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენ და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ განახორციელოს გადაღებვითი სამუშაოები. აქ ტაქსის მძღოლებს არც ერთი თეთრი არ უჯდებათ ავტომობილების გადაღებვა. თუმცა მათ გამოთქვეს სურვილი, რომ შეიძლება, გადაღებილი ავტომობილი, წლების შემდეგ ისეთ ფასში ვერ გაყიდონ, როგორც მათ სურთ და ერთ-ერთი მოთხოვნა საინიციატივო ჯგუფის იყო, რომ ეს პრობლემა როგორმე ყოფილიყო მოგვარებული. აქაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თუ გადაღებვა არ სურთ, თეთრი ფირი გადააკრან. ამასაც ჩვენ ვაკეთებთ მათი მხრიდან ყველანაირი გადასახადების გარეშე”.
 
 
რა ჯდება ფირის გადაკვრა?
მერიაში აცხადებენ, რომ როგორც შეღებვისთვის ისე ფირის გადაკვრისთვის მძღოლები  700 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.
მაგრამ კომპანიებშში ,, რომლებიც მძღოლებს ავტომობილისთვის ფირის გადაკვრას სთავაზობენ. აცხადებენ, რომ  ფირის გადაკვრის ფასები 800 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია ფირის ხარისხსა და მანქანის მდგომარეობაზე.
არის კომპანიები, სადაც “ტოიოტა პრიუსისთვის” ფირის გადაკვრა 1200 ლარამდე აჯდება.
.
ტაქსის მძღოლები ჩიოდნენ, რომ 700 ლარიანი ვაუჩერი მანქანის შესაღებად საკმარისი არ იქნებოდა და მათ თანხის დამატება საკუთარი ჯიბიდან მოუხდებოდათ, ფირის გადაკვრის შემთხვევააში  მათ მეტის დამატება მოუწევთ
 
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...