მთავარისიახლეებიმსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში, მერის არჩევნების ანულირებას ითხოვს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში, მერის არჩევნების ანულირებას ითხოვს

Published on

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში, მერის არჩევნების ანულირებას ითხოვს. ამის შესახებ Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. 
 
ერდოღანი ამბობს, რომ სტამბოლის ზოგიერთ უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო პარტია უზენაეს საარჩევნო საბჭოს საგანგებო წერილით მიმართავს და ქალაქში ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვს.
 
"კანონის მიხედვით საარჩევნო ურნებთან მხოლოდ სახელმწიფო მოხელეები უნდა მუშაობდნენ, თუმცა ზოგიერთ უბანზე აღნიშნული წესი დარღვეული იყო", – ამბობს ის. 
 
თურქეთში ადგილობრივი არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. ქვეყნის 5 დიდ ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქ ანკარაში არჩევნები ოპოზიციური პარტიის კანდიდატებმა მოიგეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ 44.34% მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" პარტიამ კი – 30.12%. 
 
 
ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, სტამბოლში, ბოლო წუთამდე არავინ იცოდა, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებდა, რადგან ოპოზიციური პარტიისა და მმართველი პარტიის კანდიდატებს შორის განსხვავება ძალიან მცირე იყო. 
 
საბოლოოდ კი 48.79%-ით "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, ექრემ იმამოღლუმ, მოიგო, მის ოპონენტს მმართველი პარტიიდან ხმების 48.51% აქვს.
 
პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ანკარაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, მანშურ იავაშმა, ხმების 50.91% დააგროვა, ხოლო მისმა ოპონენტმა მმართველი პარტიიდან კი – 47.09%. 
 
ოპოზიციამ გაიმარჯვა საპორტო ქალაქ იზმირშიც. "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, მუსტაფა ტუნჯ სოეირმა, ხმების 58.08% მიიღო, მმართველი პარტიის კანდიდატი კი ოპონენტს მკვეთრად ჩამორჩება – მას 38.66% აქვს. 
 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...