მთავარისიახლეებისაზოგადოებამასწავლებელი, რომელსაც მშობელი 5 წლის ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს, სამსახურიდან დაითხოვეს

მასწავლებელი, რომელსაც მშობელი 5 წლის ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს, სამსახურიდან დაითხოვეს

Published on

ზუგდიდის ზედაეწერის საბავშვო ბაღის მასწავლებელი ინგა ვეკუა,რომელმაც 5 წლის ბავშვზე იძალადა,სამსახურიდან გაათავისუფლეს,მას უფლებამოსილება დღეიდან შეუჩერდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი  ხათუნა თოლორაიას თქმით, განჩინება ზუგდიდის რაიონული სასამართლოსგან მიუვიდათ. „ ზუგდიდის რაიონული სასამართლოსგან მოგვივიდა განჩინება, რის საფუძველზეც მას შეუჩერდა უფელბამოსილება. გუშინ მოგვივიდა წერილი, სადაც ისინი ჩვენგან რეაგირებას ითხოვენ. დღეიდან არ იმუშავებს ბაღის აღმზრდელად. დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას,რომელიც სავარაუდოდ 2 თვეში გაიმართება “, – ამბობს თოლორაია. ბაღის აღმზრდელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მშობელი მასწავლებელს 5 წლის ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აღმზრდელის მხრიდან ეს პირველი  შემთხვევა არ არის და ბავშვზე ხელით შეხების ფაქტს თვითონ შეესწრო. შს სამინისტრომ მასწავლებელს ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარუდგინა.

სიახლეები

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...