მთავარისიახლეებიპოლიტიკაიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონპრექტი ,,მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონპრექტი ,,მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ ”ჩააგდო.

Published on

 იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონპრექტი ,,მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ ''ჩააგდო. 2 მომხრე, 5 წინააღმდეგი – ასეთია კერნჭისყრის შედეგები.
 
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები კენჭისყრამდე აცხადებდნენ, რომ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერდნენ, რადგან მათი შეფასებით, კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. 
 
 
ეკა ბესელიას კანონპროექტის გათვალისწინებით, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა.
 
გარდა ამისა, უნდა შექმნილიყო სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებოდნენ სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპზე სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმუშავებდა, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადაინაცვლებდა.
 
„ამ კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის საბჭო სასამართლოში ხდება კანცელარია. ეს კანონპროექტი არ შეესაბამება კონსტიტუციას. ამ კანონპროექტის განხილვა, პრაქტიკულად, არის ფორმალური,“ – ასეთია მოწინაარმდეგეთა  არგუმენტები.
 
ქართული ოცნების დეპუტატის  ვანო ზარდიაშვილის თქმით, საზოგადოება უკვე დაიღალა. ბესელიობანათი . კონსტიტუციას თავისი მიღების წესი აქვს, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება არის გამორიცხული. მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის უფლება ექსკლუზიურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს და ამ პროცესში ნებისმიერი სხვა სახელისუფლებო შტოს ჩარევა კონსტიტუციით იკრძალება – ეს არის ხელისუფლების დანაწილების მთავარი პრინციპი." – 
 

ამრიგად, უმრავლესობა მთელი ძალით ცდილობს გაიტანოს თავისი კანონპროექტი და უკუაგდოს როგორც ბესელიას კანონპროექტი, ისე ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ცვლილებები. 
 
როგორი ხშირადაც არ უნდა თქვათ სხდომაზე, რომ კვალიფიციური მსჯელობა მიდის, თქვენ გგონიათ, რომ ვინმე დაგიჯერებთ? – ამ სიტყვებით მიმართა საპარამენტო უმრავლესობას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ და კოლეგებს განუმარტა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხის გაცემა მომავალში აუცილებლად მოუწევთ.
 
„ვინმეს მართლა სჯერა, რომ კვალიფიციურად მსჯელობთ და რამეს ფიქრობთ?! ან ზარდიაშვილმა იცის რა არის კონსტიტუცია, ან გაუგია, ან აინტერესებდა როდისმე, რომელიმე ეტაპზე?! – ეს ხომ აბსურდია. არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილით ხელისუფლების სათავეში, რომელიც ტელევიზორში გამოდის და გვეუბნება: მე რომ გეტყვით შავზე თეთრია, უნდა მიიღოთ, რადგან მე რომ გითხარით მურუსიძე კარგი ბიჭი გახდა, ყველამ დაიჯერეთ რომ კარგი ბიჭია. გამოდის კობახიძე და ამბობს ცუდი იყო, მაგრამ ახლა კარგია, რადგან „იმას“ აღარ ემსახურება, რაღა დროს „ის“ არის?! ხელისუფლებაში თქვენ ხართ. არ დარჩა საზოგადოებაში წესიერი ადამიანი, გარდა ბიძინა ივანიშვილის მომსახურე ადამიანებისა, რომლებიც ვერ ვხდვებიან რაშია საქმე: გინდათ დაეპატრონოთ სასამართლო სისტემას, რომ შეინარჩუოთ ძალაუფლება, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველას მოგიწევთ იყოთ პასუხისმგებელი თქვენ სიტყვებზე. არასდროს არ გამქრალა ასეთი ფარისევლური, მონური, უპასუხისმგებლო, მარტო ერთ ადამიანის მსახურებაზე მორგებული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 
 

 
 
 
 

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...