მთავარისიახლეებიპოლიტიკაისტერია და პოპულიზმი - ასე აფასებს მამუკა მდინარაძე მმართველი პარტიიდან კიდევ ორი...

ისტერია და პოპულიზმი – ასე აფასებს მამუკა მდინარაძე მმართველი პარტიიდან კიდევ ორი პოლიტიკოსის წასვლას

Published on

მმართველი პარტიიდან ვახტანგ შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლა  ისეთივე პროცესია, როგორიც  პარლამენტში იყო და რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლა.  აქ ახალი არაფერია  და საუბარი იმაზე, რომ საქმე გვაქვს  "ქართული ოცნების" რღვევასთან, უპერსპექტივოა – ასე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე თანაპარტიელების მიერ მმართველი პარტიის დატოვებას. 
 
მისი  თქმით, ქვეყანაში ბევრი გამოწვევა და პრობლემაა, რის მოგვარებასაც "ქართული ოცნება"ცდილობს.
 
"გულწრფელი რომ ვიყო, შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში მართლაც არის ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის, მწვავე გამოწვევებიც, შეიძლება ასე ითქვას. ამ პრობლემების და გამოწვევების ადეკვატურად, ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ ნაბიჯებზე ვზრუნავთ, ვფიქრობთ. "ქართული ოცნება" ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ გამოწვევების ადეკვატური იყოს, პრობლემის აღმოფხვრაზე და ხალხის გაჭირვებაზე იყოს ორიენტირებული, მაგრამ ამის გადაჭრის გზები არ არის პოპულისტური გამონათქვამები, პოპულისტური ნაბიჯები. ამის გადაჭრის გზები არის რეალური საქმე. ჩვენ, მაგალითად, გუშინ სრული ისტერია მოვისმინეთ ჩვენი ოპოზიციური ფლანგის შესრულებით, რომელიც არ იყო ადეკვატური იმ საუბრებთან, რაც გუშინ წინ ჩვენი ლიდერის ინტერვიუში იყო. ეს იყო ისტერია, რომელიც მწარე სიმართლით იყო გამოწვეული. პარტიის თავმჯდომარის, ლიდერის მხრიდან შემოთავაზებული იყო არა ლანძღვა-გინება და ისტერია, არამედ საქმეზე ორიენტირება", – განაცხადა მდინარაძემ."
 
თუ ღირებულებების აცდენაა ადამიანზე, დემოკრატიაზე, ხალხის გაჭირვებაზე ორიენტირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, თუ ღირებულებებზე აცდენაა სამჯერ მეტი პროექტების განხორციელება, რომელიც რეალურად ხორციელდება ამ ქვეყანაში, ასევე, თუ ღირებულებებზე აცდენაა სიცრუესთან და პოპულიზმთან დაპირისპირება და რეალურად, ქვეყანაზე ზრუნვა, მაშინ შეგვიძლია ასეც ვთქვათ. მაგრამ,როდესაც ერთ მხარეს გვაქვს რეალური ზრუნვა დემოკრატიასა და ადამიანის გაჭირვებაზე და მის აღმოფხვრაზე, ხოლო მეორე მხარეს გვაქვს პოპულისტური განცხადებები, სიცრუე, მაშინ ვფიქრობ, ღირებულებების აცდენაზე საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი", – განაცხადა მდინარაძემ
 
 
 
 
 

სიახლეები

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა...

სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე ილაპარაკოს – პაპუაშვილი პოლიტპატიმრებზე

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შეწყალების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ "შენდობას წინ...

ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი თაღლითობისთვის დააკავეს

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით, ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

ფოთში მატარებლის ვაგონის ავზიდან, 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარეს დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი...