მედიის ცნობით,დიპლომატიური მისიის შენობაში სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ეკვადორის ხელისუფლებამ 47 წლის ასანჟსს თავშესაფარი არ გაუგრძელა. „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი საელჩოს, თითქმის, 7 წლის განმავლობაში აფარებდა თავს და ამ გზით ირიდებდა შვედეთში ექსტრადირებას, სადაც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ. ამ პერიოდში ასანჟის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეკვადორს 5 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. ჯულიან ასანჟის ექსტრადირებას ითხოვს შეერთებული შტატებიც, სადაც მას საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებისთვის სიკვდილით დასჯა ემუქრება. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანთმა ეკვადორის პრეზიდენტ ლენინ მორენოს ჯულიან ასანჟისთვის დიპლომატიური თავშესაფრის უზრუნველყოფაზე უარის თქმისთვის მადლობა გადაუხადა. „ჯულიან ასანჟი არ არის გმირი და არავინ დგას კანონის მაღლა. ის სიმართლისგან იმალებოდა წლების განმავლობაში. მადლობა ეკვადორს და პრეზიდენტ ლენინ მორენოს თანამშრომლობისთვის. ასანჟმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, რომ ასანჟი ლონდონის პოლიციის ცენტრალურ სამმართველოშია გადაყვანილი და იქ იქნება, ვიდრე სასამართლოს წინაშე არ წარსდგება.
სიახლეები
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო - რეზოლუცია 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა...
საზოგადოება
ლაილაშში მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ 4 საცხოვრებელი სახლი დაანგრია
„ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის...
სიახლეები
თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, შალვა თადუმაძე კი მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს
შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა.
შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე...
სიახლეები
ირაკლი ფირცხალავამ, 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დატოვა
კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ინფორმაცია ტაბულას...