მთავარისიახლეებისაზოგადოებაTI- გამოკითხულთა 25% -ისთვის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესს არ გამოხატავს

TI- გამოკითხულთა 25% -ისთვის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესს არ გამოხატავს

Published on

გამოკითხული მოქალაქეების დაახლოებით მეოთხედი ფიქრობს, რომ 2017 წელს არჩეული მერები და საკრებულოები მოქალაქეების ინტერესებს არ გამოხატავენ. ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევაში.რესპონდენტების მხოლოდ 33% მიიჩნევს, რომ მერი საქმიანობის დროს მოქალაქეთა ინტერესებს ეყრდნობა, საპირისპირო მოსაზრება აქვს გამოკითხულთა 25%-ს.აღსანიშნავია, რომ წინა წელს ჩატარებული ანალოგიური გამოკითხვით, ადგილობრივ თვითმმართველობებს გაცილებით არასასურველი შედეგები ჰქონდათ – 2018 წელს, მერების შემთხვევაში, გამოკითხულთა მხოლოდ 26%, საკრებულეობის შემთხვევაში კი 22% ფიქრობდა, რომ მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები მოქალაქეთა ინტერესებს გამოხატავდნენ. 2019 წლის გამოკითხვის შედეგებით, მერებთან დაკავშირებით ანალოგიურ კითხვაზე დადებითი პასუხები 7 პროცენტული პუნქტით,  საკრებულოებთან კი 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 
კომუნალური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, გამოკითხულთა ყველაზე დიდ უკმაყოფილებას ქუჩების კეთილმოწყობის, პარკების, სკვერებისა და ზოგადად, გამწვანებისა და მიუსაფარი ცხოველების მოუგვარებელი პრობლემები იწვევს. ამასთან, შემცირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დადებითად შეფასების მაჩვენებელი: 2018 წელს გამოკითხულთა 41% კმაყოფილი იყო მუნიციპალური ტრანსპორტით, 2019 წელს კი იმავე კითხვაზე ანალოგიურად მხოლოდ 37%-მა უპასუხა.
წინა წლის მონაცემებთან შედარებით, გაზრდილია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც კმაყოფილები არიან წყალმომარაგებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურებებით მუნიციპალიტეტებში. მოსახლეობის კმაყოფილებას ყველაზე მეტად ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების სისტემების მუშაობა იწვევს. ორგანიზაციამ კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა
 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...