მთავარისიახლეებიპოლიტიკამძიმე სოციალური ფონია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ამაში დანაშაული არ მიუძღვის- ბიძინა ივანიშვილი

მძიმე სოციალური ფონია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ამაში დანაშაული არ მიუძღვის- ბიძინა ივანიშვილი

Published on

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აბსურდულია ბრალდება, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერრთმანეთს ასაზრდოებენ და განმარტავს, რომ ყოფილი ხელისუფლების ძირითადი ოპონირების მიზეზი ის რთული მდგომარეობაა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს.
 
“სააკაშვილი თავის თავს ატყუებს, ჩვეულებრივი მშიშარა კაცია, უნდა ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს. რამდენად ზნეობრივია სააკაშვილ-ივანიშვილის ტოლობად მოხსენიება?! ხშირად გვიპირისპირდებიან, აირჩია სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველაფერს აკეთებს, რომ ესენი დარჩნენ პოლიტიკაში, რომ მოიპოვონ გამაჯვებაო. ეს ბრალდება ყველანაირ საფუძველს მოკლებულია. რა არის მიზეზი, რომ დღესაც „ნაციონალური მოძრაობაა“ ძირითადი ოპონენტი – ჩვენ 21 წლის განმავლობაში მოვახერხეთ ეკონომიკის დანგრევა, რამაც ათწლეულობით უკან დაგვხია. რა თქმა უნდა მძიმე სოციალური ფონია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ამაში დანაშაული არ მიუძღვის. „ქართული ონება“ რეალური შესაძლებლობიდან თითქმის მაქსიმუმს აკეთებს. მარტო ეკონომიკას არ შეხებია ეს პრობლემები, რაც ჩვენს დაღმასავლაში მივიღეთ. ძალიან დაზიანდა პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით „ნაციონალების „ დროს, როდესაც მათ ფსევდოოპოზიციების შექმნა მოახერხეს, დარბევა პოლიტიკური პარტიების და ა.შ. ეს შემადგენლოა 21 წლის განმავლობაში უარესდენოდა და როგორც ეკონომიკა გვაქვს ღარიბი, ასეთივე ღარიბია პოლიტიკური სპექტრი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...