მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილის მტკიცებით, კლანურობა "ენჯეობისა" და ენმ-სგან მოდის

ივანიშვილის მტკიცებით, კლანურობა “ენჯეობისა” და ენმ-სგან მოდის

Published on

ბიძინა ივანიშვილის მძიმე ბრალდებების ადრესატი გუშინ შალვა შავგულიძეც გახდა. სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი "ქართული ოცნების" ლიდერმა „ნაციონალური მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა.
 
ივანიშვილის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოში შავგულიძემ საქმე არ გაასაჩივრა, რის გამოც მოსამართლე ლევან მურისიძეს უფლება არ ჰქონდა დამნაშავეებისთვის შვიდ წელზე მეტი მიესაჯა.
 
"თუ ახსენებ მურუსიძეს, იმ წუთში მოგდის გირგვლიანი და ასოცირებაც მოდის, რომ მურუსიძემ მოკლა გირგვლიანი. მათი ძირითადი ადვოკატი ვინც გახლავთ, ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც სიმართლის დაგვირგვინება მოახდინა სტრასბურგის სასამართლოში. ყველაზე მაგარ ადვოკატს, რომელიც გმირად გამოცხადდა საქართველოში, ავიწყდება აპელაციაში შეტანა, მაგრამ ადეიშვილს შეაქვს, როგორ მოგწონთ? ადეიშვილი, მთელი გუნდი, რომელიც ზრუნავს და ციხეში მოუწყეს ორგიები, რატომღაც ზრუნავს, რომ ერთი წელი დაუმატონ ამათ, სასამართლო უარს ამბობს, რომ ერთი წელი დაუმატოს. უზენაესში ადის, უზენაესი მოსამართლეა მურისიძე. მურისიძეს არ აქვს ვარირების საშუალება, კანონმდებლობას ვერ გადაახტება.
 
"დღეს შარს სდებენ მურუსიძეს და მას ახსენებენ, რომ გირგვლიანის საქმე პირველ ინსტანციაში უნდა დაებრუნებინა, რამეთუ ეს სასჯელი არ იყო საკმარისი იმ მკვლელობისთვის რაც იქ მოხდა. ამის უფლებაც არ ჰქონდა მურუსიძეს. იცით რატომ? იმიტომ, რომ შავგულიძემ თავის დროზე არ დაწერა აპელაცია. სად მივიდა დღეს შავგულიძე თუ ვნახავთ, ის რაც მეგონა რომ მას გამოეპარა და შეცდომა დაუშვა, როცა არ დაწერა, ასე არ ყოფილა ის იყო თამაშის მონაწილე," -ამბობს ივანიშვილი.
 
კრიტიკის გარეშე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს არც სამოქალაქო სექტორი დარჩენია. ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ივანიშვილმა 26 მაისს ხალხის დამრბევების დაჯილდოებაშიც დაადანაშაულა.
 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა მე მგონი, სადაც გიგაურია, ის კაპიტანი გიგაური, რომელიც ჩვენ გვახსოვს, რომ 26 მაისს დარბეული ხალხი დააჯილდოვა, დღეს ენჯეოდ წარმოგვიდგება. იგივე გიგაური დღეს ნახეთ რა დღეშია, როგორ ილაშქრებს და უვადოდ არჩევის წინააღმდეგიც არის, მოსამართლეების წინააღმდეგიც არის, ყოველდღე პოზიციებს ცვლის. ყველა ეს პრობლემა, მათი ოდიოზურობა და კლანურობა ყველაფერი ეს მოდის „ნაციონალური მოძრაობის“ და მათგან მართული ენჯეოების მხრიდან და ეს შეგიძლიათ ნახოთ მედიაში. მიზეზი არის ის, რომ მათ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს,“-აცხადებს ივანიშვილი.

სიახლეები

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...