მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა-ელისაბედ რულოვსმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო...

სანდრა-ელისაბედ რულოვსმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო [Video]

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 
„ჩვენ არ დავივიწყებთ იმ გმირებს, ვინც კრემლის სადამსჯელო მანქანამ გამოასალმა სიცოცხლეს რუსთაველზე, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც საქართველომ მოიპოვა 1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ, რაშიც განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. უნდა გვახსოვდეს,  რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ჩვენ მოგვიწევს ყოველდღე. მთავარია ეს ბრძოლა არ შენელდეს“- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა-ელისაბედ რულოვსმა.
მასთან ერთად მემორიალი ყვავილებით შეამკეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა გიორგი ბარამიძემ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა
 
 
 

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...