მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ აქციეს

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ აქციეს

Published on

 
, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.
 
“საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების მიხედვით, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა – ეს არის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე. შესაბამის განკარგულებას მთავრობა გამოსცემს“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
 
აღსანიშნავია, რომ დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გაიმართება. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ,,მიღება აბდუშელიშვილის ქუჩა 1-ში მდებარე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება.''
 
სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, ავლაბრის სასახლის კარი დღეს პირველად გაიღება. პრეზიდენტი, რომელმაც ამ შენობაში შესვლაზე უარი თქვა, 9 აპრილთან დაკავშირებულ მიღებას სწორედ ავლაბრის რეზიდენციაში გამართავს.
 
პრეზიდენტი დღევანდელ შეხვედრაზე ელოდება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ მას შეხვედრა საკმაოდ მცირე ჯგუფთან მოუწევს.
 
ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პარლამენტის წევრების უმრავლესობამ პროტესტი პრეზიდენტს უკვე გამოუცხადა და ისინი შეხვედრაზე არ მივლენ.

 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....