მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ბარამიძე -"ყველა თაობამ უნდა იგრძნოს ამ ტრაგედიის პასუხისმგებლობა"

გიორგი ბარამიძე -“ყველა თაობამ უნდა იგრძნოს ამ ტრაგედიის პასუხისმგებლობა” [Video]

Published on

„ეს დაუვიწყარი დღეა, რადგან ეს იყო ჩვენთვის დიდი ტკივილის დღე, რომელიც მოგვაყენა იმპერიამ იმ მსხვერპლით, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო, მაგრამ ამავდროულად ჩვენ მყისიერად ვიგრძენით, რომ ქართველი ხალხი გაიზარდა თავისუფლებამდე და თავისუფლებამდე მივედით ამ მსხვერპლით. ჩვენ ვალდებულები ვართ ეს მსხვერპლი შესაბამისად დავაფასოთ და გავაცნობიეროთ რა ტკივილით და წვალებით,  სისხლით არის მოპოვებული ეს თავისუფლება და ყველა თაობამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა.  არ უნდა დავკარგოთ ეს თავისუფლება. მასთან ერთად მოვიპოვოთ ჩვენი სამშობლოს გამთლიანება  და საქართველო იყოს ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ევროპულ სახელმწიფოებს შორის, რა დგან სწორედ ამ იდეალებისთვის მოხდა ეს ტრაგედია და ამ იდეალებით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი ზუგდიდში მიაგო 

 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...