მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიგა მაქარაშვილი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მორიგ აქციას იწყებს

გიგა მაქარაშვილი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მორიგ აქციას იწყებს

Published on

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მორიგ აქციას იწყებს. მაქარაშვილი 47 დღის განმავლობაში მთელ საქართველოს ფეხით შემოივლის. თარიღები სიმბოლურად შეარჩია – 9 აპრილიდან 26 მაისამდე.
 
სიმბოლურია მარშრუტის დაწყებისა და დასრულების ლოკაციებიც – გორი-ზემო სვანეთი. სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული მორიგი აქცია-მსვლელობა ერთგვარი დამოუკიდებლობის მარშია.
 
„მინდა, რომ ვიარო და ადამიანებს შევახსენო რომ რუსეთი არის ოკუპანტი. მე ვთქვა და მათაც ვათქმევინო, რომ რუსეთი ოკუპანტია. ეს არის შეხსენება მომავალი თაობისთვის, რომელსაც ემოციური ბმა აღარ აქვს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან,“-აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

სიახლეები

არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! – ელენე ხოშტარიას პასუხი ციხიდან

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ...

გალის ყოფილი ე.წ. გამგებელი საბანაოდ ზღვაში შევიდა და ნაპირზე არ გამოსულა [video]

შავი ზღვის სოხუმის აკვატორიაში  გალის ყოფილი ე.წ. გამგებლის, ასევე აფხაზური თვითგამოცხადებული მინისტრთა საბჭოს ყოფილი...

პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო – ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც...

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს 30...