ავლაბრის სასახლე პრეზიდენტის რეზიდენცია აღარ არის. – ასე გადაწყვიტა ოლიგარქმა, რომელსაც ზარავს ყველაფერი, რაც მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება,

0
448
ავლაბრის  სასახლე პრეზიდენტის რეზიდენცია აღარ არის. – ასე გადაწყვიტა ოლიგარქმა, რომელსაც ზარავს ყველაფერი, რაც მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, თუმცა ერთია , რა გვაქვს დღეს და სხვა, რა იქნება მისი წასვლის შემდეგ . 
 
პერიპეტიები მიხეილ სააკაშვილთან ბიძინა ივანიშვილის ისტერიებში  გადაიზარდა, სასახლისთვის სახელის გამოცვლა ამ ისტერიების ნაწილია, მაგრამ ხალხმა იცის, როგორ უშველოს ამ ისტერიას და  ეს დროც მოდის, რაც უნდა ირბინოს მან კარდაკარ, გლიჯოს ხეები და აფრიალოს არა თავისი კუთვნილი ფული.
 
პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე ბიძინა ივანიშვილს იმთავითვე არ მოსდიოდა თვალში. მიზეზად  ის ყველაზე ხშირად დიდ საბიუჯეტო ხარჯებს ახსენებდა, თუმცა ამ ახირების არსი და საფუძველი  სინადვილეში სხვა იყო. იგი    ჯერ ისევ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებდა, დაეტოვებინა ავლაბრის სასახლე, ხოლო  როცა მას წარბიც არ შერხევია, ჩანაფიქრის აღსრულება მცირედით გადაავადა. აქაც შეცდა.  თვით მარგველაშვილმაც კი უმტყუნა, ხოლო რაც შეეხება   მიხეილ სააკაშვილს, აქ , საქმე სულ უფრო რთულდება, რადგან მას არ  –   სურს წვიმიან ბრიუსელში ჩაის სმა, როცა მის ქვეყანას, მის ხალხს გაუსაძლისი მდგომარეობა შეუქმნეს და წყალს ატანენ ყველაფერს, რამაც ეს დამცრობილი ქვეყანა სახელმწიფოდ აქცია.  
 
 
 
 

 
პერიპეტიები  გიორგი მარგველაშვილთან, დასრულებულია. 
 
პრეზიდენტის სასახლის სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ გარდაქმნის გადაწყვეტილება კიდევ უფრო ცხადყოფს მთელს იმ პროცესს, რაც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ამ სასახლემ და იქ მყოფმა ადამიანებმა, პრეზიდენტის თამადობით გაიარეს – ეს იყო დაუსრულებელი აგრესია, რომელიც ამ შენობაში ყოფნის გამო სახელისუფლო წრეებიდან მოდიოდა, – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძე
 
„ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ პრეზიდენტის სასახლე მენანებოდა და მენანება იმისათვის, რომ იქ სახელმწიფო წარმოდგენილი არ იყოს. ეს შენობა სწორედ ცერემონიალური დატვირთვით არის გათვალისწინებული, გამიზნულად ამაზეა მორგებული და აშენებული.
 
სამუშაო სივრცეები იქ ძალიან შეზღუდულია. ამიტომ ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა იქ ადგილი ისევ სახელმწიფო უწყებას დაეკავებინა.
 
ეს ყველაფერი არის ერთი მხარე. მეორე მხარეა, თუ როგორ ვხედავდით პრეზიდენტის ინსტიტუტს. ამ შენობამ თავისუფლების და დამოუკიდებლობის დატვირთვა შეიძინა. საქართველოს ძალიან სჭირდებოდა, რომ ერთპარტიულ და ერთმმართველ ვერტიკალში მოქცეული მთელი ძალაუფლება რაღაცნაირად ყოფილიყო დიფერენციერებული და სადღაც ყოფილიყო ხელისუფლების შტოები, რომლებიც მეტ-ნაკლებად, ბალანსის როლის შემსრულებელი იქნებოდა. პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი სწორედ ამ ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს, თავისი შემცირებული უფლებების მიუხედავად.
 
 
სამწუხაროდ, სცენარი ისე წავიდა, როგორც ეს მმართველ პარტიას უნდოდა და როგორც ეს იმთავითვე ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა განზრახული. მაინც მიხარია, რომ ვერ ასცდნენ იმას, რომ ამ სასახლეს ცერემონიალური დატვირთვა ჰქონდეს, რადგან ათონელის სასახლეში მაღალი რანგის სტუმრების მიღება სრულიად წარმოუდგენელია. ცხადია, რომ ეს შენობა მუშაობისთვის მზად არ იყო – სამუშაო პირობები იქ ახლაც არ არის შექმნილი. ეს რეალობა კიდევ უფრო აშიშვლებს იმ უგემოვნო დაპირისპირებას, რაც წინა პერიოდში “ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ იყო“, – განუცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
წინა სტატია,,ყველაფერი მეათე პლანზე გადავიდა, წინა პლანზე სტუმრების მიღება და ბანკეტების ჩატარება იქნება,“ – გიგა ბათიაშვილი
შემდეგი სტატიაადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი და ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური