,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა 9 აპრილის მემორიალთან მდუმარე აქცია მოაწყვეს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მმართველის პარტიის მერობის კანდიდატ გიორგი (გეგა) შენგელიასთან ერთად 9 აპრილის პარკში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალთან სანთლების დაანთეს. „9 აპრილი არის ერთ-ერთი უმტკივნეულესი დღე უახლესი ისტორიიდან და ამ დღესთან დაკავშირებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციამ გადავწყვიტეთ , კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას და ვუთხრათ მათ „მადლობა თავისუფლებისთვის“ – განაცხადა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ოთარ ქადარიამ. ,,ეს დღე არის ტკივილნარევი გამარჯვების დღე, ჩვენ ამ დღეს ვზეიმობთ და ვართ ამაყნი, რომ ჩვენი თანატოლები თავის დროზე 1989 წლის 9 აპრილს იბრძოდნენ თავისუფლებისათვის და თუ დღეს ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი, ეს არის სწორეთ მათი დამსახურება. მადლობა მათ თავისუფლებისათვის, მადლობა თავდადებისათვის. დარწმუნებული ვარ, ის მიზანი, ის ამოცანა და მისწრაფებები რაც ქონდათ ჩვენ თანატოლებს 1989 წელს, საქართველო აუცილებად მიაღწევს” – განაცხადა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა კონსტანტინე კაკავამ. მდუმარე აქციაში მონაწილეობას 1000-მდე ახალგაზრდა იღებდა.
9 აპრილის მემორიალთან ახალგაზრდებმა მდუმარე აქცია გამართეს
სიახლეები
სიახლეები
Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა
Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...
სიახლეები
“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს
"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...
სიახლეები
კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...
სიახლეები
მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....