მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტმა მესამე კენჭისყრის შედეგად სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანანმდებლო ინიციატივა...

პარლამენტმა მესამე კენჭისყრის შედეგად სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანანმდებლო ინიციატივა დაამტკიცა.

Published on

პარლამენტმა განმეორებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანანმდებლო ინიციატივა დაამტკიცა.
 
“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 80 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს. რვა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა.
 
სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებული პროექტის განმეორებით კენჭისყრაზე გატანა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას 5 აპრილის სხდომაზე დამტკიცებისათვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.
 
პროექტის თანახმად, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები, რაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ გაცემას გულისხმობს.
 
“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს გარდამავალი დებულებების სახით ემატება ნორმა, რომლის თანახმად, იმ პირების სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება ხდება, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ კი, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს, მაგრამ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა არ მიუღიათ, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – ატესტატი გაიცემა. ატესტატი ასევე გაიცემა პირებზე, რომლებმაც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს, მაგრამ ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...