მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტში დღეს კენჭს ხელახლა უყრიან

გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტში დღეს კენჭს ხელახლა უყრიან

Published on

კანონპროექტს, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში დღეს კენჭს ხელახლა უყრიან.
 
კანონპროექტის კენჭისყრა რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, რომლის გამართვის თაობაზე აქტი პრეზიდენტის მიერ უკვე ხელმოწერილია.
 
სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებული პროექტი განმეორებით კენჭისყრაზე მესამე მოსმენით იმის გამო დგება, რომ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას 5 აპრილის სხდომაზე დამტკიცებისათვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.
 
პარლამენტში მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები, რაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ გაცემას გულისხმობს

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...