მთავარისიახლეებისაზოგადოებააფეთქება დიღომში - გაზის გაჟონვის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

აფეთქება დიღომში – გაზის გაჟონვის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

Published on

აფეთქება დიღომში – წინასწარი ინფორმაციით შემთხვევა სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავდა 4 ადამიანი, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთაგან ერთი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, ერთი კი იაშვილის კლინიკაში. მოსახლეობას საცხოვრებელი კორპუსი დაატოვებინეს. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ გვერდითა კორპუსების ფანჯრები ჩაამსხვრია. შემთხვევა დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მოხდა. „უცბად ბომბი, რომ აფეთქდება ეგეთი ხმა, გამოვიხედეთ და მინები მოფრინავდა,”-აცხადებენ ადგილობრივები. ცნობილი ხდება, რომ ბინა მესაკუთრემ რამდენიმე დღის წინ გააქირავა. ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახური მუშაობს, რის შემდეგაც შემთხვევისა ადგილს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები დაათვალიერებენ.

სიახლეები

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...