ვისი დავალებით და რატომ გადააყენეს თანამდებობიდან მარტვილის მერის მოადგილე?

0
404
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ პირველი მოადგილე დავით სურმავა თანამდებობიდან გაათავისუფლა. სურმავას გათავისუფლების ბრძანებას ხელი მერმა გუშინ 5 აპრილს მოაწერა და ამავე დღეს ახალი მოადგილეები – ვიცე-მერად ალექსადრე ხურცილავა, მეორე მოადგილედ კი აკაკი ხუნწელია დანიშნა
 
 დავით სურმავა თანამდებობიდან მის მოულოდნელ გადაყენებას მეუფე პეტრესა და მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარს ოთარ დანელიას უკავშირებს. სურმავა ამტკიცებს, რომ სწორედ მათი ნება აღასრულა მერმა ალექსანდრე გრიგალავამ. 
 
. ვფიქრობ, რომ  ეს  გუბერნატორს დაავალეს, მან კი  გრიგალავას“, -აცხადებს იგი.
 
მისი მტკიცებით, გრიგალავას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მოადგილისთვის არ უთქვამს, თუმცა ამაზე საუბარი ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სურმავა აღნიშნულ პოსტს, დაახლოებით, 2017 წლიდან  იკავებდა.
 
სურმავას ბრალდებას კატეგორიულად უარჰყოფს ოთარ დანელია.  
 
„მსგავსი რამ არ მომხდარა, როგორ შეიძლება აზრად მოუვიდეს ადამიანს. ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის და საღ აზრს მოკლებულია.როგორც ჩანს სურმავას  ან არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, ან თავად ინტერპრეტირებს და არ ესმის, რომ მინისტრის კომპეტენციაში არ შედის  საქმე, რომელიც ეხება  ადგილობრივ თვითმმართველობას“, – აღნიშნა დანელიამ, ტუმცა აქვე დასძენს რომ თავად  მიესალმება მარტვილის თვითმმართველობაში განხორციელებულ ცვლილებებს. 
 
ბრალდებებს უარყოფენ სამხარეო ადმინისტრაციაშიც. 
 
მეუფე პეტრე ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 
 
ხმები იმის შესახებ, რომ მარტვილის მერიაში ცვლილებები დადგება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი მეუფე პეტრეს შეხვდა. 
 
"პრესა.ჯი" ახალი ამბების 3 აპრილის გამოშვებაში სათაურით ,, რა გარიგება შესთავაზა ივანიშვილმა მეუფე პეტრეს?'' წერდა იმაზე, რომ საუბარი ეხებოდა პრობლემების მოგვარებას სინოდში და მარტვილის მერის გადაყენებას 

 
“ივანიშვილმა გარემოცვას უთხრა რომ თუ მეუფე პეტრე ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში მხარს დაუჭერს ქართული ოცნების კანდიდატს, ის გადადგომის შესახებ განცხადებას დააწერინებს მარტვილის მერსა და მის მოადგილეს, დავით სურმავას, რომლებსაც არ აქვთ კარგი დამოკიდებულება ეპარქიასთან”, – გვიყვება ჭყონდიდის ეპარქიასთან დაკავშირებული ერთერთი აქტიური პირი.  
 
მისი თქმით, მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა კახი კალაძის კადრად ითვლება. 
 
“საერთოდ, კალაძეს, თბილისის გარდა, კლანი გურიასა და სამეგრელოშიც ჰყავს. 
 
გურიაში მისი დასაყრდენი ილა კეჭაყმაძეა, აქ კი, ალექსანდრე გრიგალავა”.
 
მარტვილში უკვე ღიად მიანიშნებენ იმაზე რომ ზუგდიდის მერის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ივანიშვილი, რომელიც ურცხვად იყენებს ზვიად გამსახურდიას სახელს, გახარიასა და ოთარ დანელიას რჩევით, კახი კალაძის კადრების გაწირვას იწყებს – მეუფე პეტრეს გამოყენების მცდელობის პარალელურად. 
 
მეტიც: “ივანიშვილის თბილისში დაბრუნებისთანავე, მარტვილის მერის მოადგილეს, დავით სურმავას უთხრეს, რომ მას გადადგომა მოუწევს. შემდეგი კი, გრიგალავა იქნება”, – ამის შესახებ უკვე ქართული ოცნების მარტვილის ორგანიზაციაში საუბრობენ.''- წერდა ,, პრესა ჯი''
 
და აი, ეს ხმები რეალობად იქცა.

წინა სტატიააშანტაჟებენ თუ არა კობა გვენეტაძეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით?
შემდეგი სტატიასკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი 16 აპრილს უყრის კენჭს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური