მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში მერობის კანდიდატის წარდგენაზე ისევ 9 წლიან რეჟიმზე ისაუბრა

ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში მერობის კანდიდატის წარდგენაზე ისევ 9 წლიან რეჟიმზე ისაუბრა

Published on

ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენაზე ისევ 9 წლიან რეჟიმზე ისაუბრა. პარტიის პოლიტიკური მდივანი მიიჩნევს, რომ ამზე საუბარს აიძულებენ.როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, წინა ხელისუფლება ქვეყნის სათავეში ვეღარ ჩადგება და აცხადებს, რომ მას „არ დაავიწყდება ის ისტორიები, თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ“.
„შემდეგი პრობლემა, რაზეც მე მიმაჩნია, რომ უნდა გესაუბროთ, არის დესტრუქციული, არაკონსტრუქციული, რევანშისტული ოპოზიცია, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ხშირად ჩვენ გვსაყვედურობენ, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, რომ რით ვერ დავასრულეთ 9- წლიან რეჟიმზე საუბარი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. ამას ჩვენ გვაიძულებენ ის ადამიანები, ის რევანშისტული, დესტრუქციული ძალები, რომლებიც აცხადებენ ჯერ კიდევ პრეტენზიას არათუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების. საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი. ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა. მე პირადად ვიცი უამრავი ისტორია. ეს ისტორიები არ მავიწყდება და არასოდეს არ დამავიწყდება თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ.
 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...