მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე ალგეთის მოსახლეობას შეხვდა. ,,გამოსავალი მხოლოდ ერთია: სახლში გავისტუმროთ უმაქნისი...

დავით ბაქრაძე ალგეთის მოსახლეობას შეხვდა. ,,გამოსავალი მხოლოდ ერთია: სახლში გავისტუმროთ უმაქნისი ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის ხალხის პრობლემები”

Published on

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის მოსახლეობას შეხვდა და მარნეულის მერობის კანდიდატთან ერთად, ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. როგორც მოსახლეობა აღნიშმავს  „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურმა აცნობა.
 
 1 წელზე მეტია  სასმელი წყალი მხოლოდ ნახევარ სოფელს  მიეწოდება და ისიც კი  გრაფიკით, დანარჩენები კი ფაქტობრივად  წყლის გარეშე ცხოვრობენ.  
 
დავით ბაქრაძის განცხადებით, „ვროპული საქართველო“ ოფიციალურად მიმართავს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს.
 
„მოვითხოვთ, მათი წყლის პრობლემის მოგვარებას, მაგრამ პრობლემა უფრო დიდია. ამ პრობლემიდან გამოსავალი არის მხოლოდ ერთი: სახლში გავისტუმროთ უმაქნისი ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის ხალხის პრობლემები და არაფერს არ აკეთებს მათ მოსაგვარებლად. გამოვიყენოთ ნებისმიერი არჩევნები, მთავრობისთვის ჩვენი ძალის საჩვენებლად, უმაქნისი „ქართული ოცნების“ სახლში გასაშვებად და იმისთვის, რომ ცხოვრება წავიდეს წინ,’’ – განაცხადა დავით ბაქრაძემ

სიახლეები

განვიცდი წამებას, იატაკზე მძინავს – ნანა სანდერი

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნანა სანდერი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი ინფორმაციით,...

უნგრეთი “პოტენციური უკრაინული საფრთხისგან” თავის დასაცავად ჯარს განათავსებს

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარისკაცებს და ტექნიკას განათავსებს, რათა მნიშვნელოვანი...

ქობულეთში, ავარიის შედეგად გარდაცვლილები ჯარისკაცები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით,...

ჟენევაში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრამდე ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

25 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს,...