მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე: ,,ეროვნული ბანკი მოქმედებდა მთავრობის ზეწოლით და მივიღეთ ის, რაც...

რომან გოცირიძე: ,,ეროვნული ბანკი მოქმედებდა მთავრობის ზეწოლით და მივიღეთ ის, რაც ხდება ანაკლიასა და “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით “

Published on

ეროვნულმა ბანკმა დაკარგა კონსტიტუციური დამოუკიდებლობა ის გადაიქცა მთავრობის განყოფილებად – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს.
 
გოცირიძე ამბობს, რომ ყველა ქმედება, რაც საბანკო სისტემის წინააღმდეგ ეროვნულმა ბანკმა განახორციელა მთავრობის ზეწოლით მოხდა. 
 
დეპუტატის განცხადებით, სწორედ საბანკო სისტემა წამოწია მთავარ თემად მთავრობის მეთაურად დანიშვნის შემდეგ მამუკა ბახტაძემ, რაც საბოლოოდ, მკაცრ ახალ საბანკო რეგულაციებამდე და "თიბისი ბანკის" რეპრესიამდე მივიდა. 
 
"ძალიან უცნაურია,რომ ფინანსთა მინისტრი აცხადებს,რომ თურმე ისინი, ზოგიერთები არ იყვნენ მომხრე ამ ახალი მკაცრი საბანკო რეგულაციებისა, თუმცა დღემდე მათი განცხადებები არ მოგვისმენია. პირიქით პრემიერ მინისტრი იყო ის ვინც მოსვლის დღიდანვე საბანკო სისტემა წამოწია ყველაზე მთავარ თემად და საბოლოოდ მივედით "თიბისი ბანკის" რეპრესიამდე, ამიტომ ამას ჰქონდა პოლიტიკური დატვირთვა და ამ რეგულაციების პოლიტიკურმა მოტივმა გამოიწვია უმუშევრობის ზრდა ქვეყანაში. ყველაფერი ეს კეთდებოდა მთავრობის ზეწოლით და მივიღეთ ის, რაც ხდება ანაკლიასა და "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით, “- განაცხადა რომან გოცირიძემ.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...