მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ არ სცემს პატივს უმრავლესობა მათ მიერვე მიღებულ კანონს? - პარლამენტის პლენარული...

რატომ არ სცემს პატივს უმრავლესობა მათ მიერვე მიღებულ კანონს? – პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ, ხმაურით დაიწყო

Published on

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ, ხმაურით დაიწყო. სხდომის დასაწყისში „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სთხოვეს, ანგარიშის წარდგენამდე, გაეცა მათთვის პასუხი, მივა თუ არა საკომიტეტო მოსმენაზე.
 
როგორც პარტიის წევრებმა კობა გვენეტაძეს მიმართეს, ახალი რეგლამენტის მიხედვით, მას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს კომიტეტზე მისვლა.
 
„არა მხოლოდ ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, რომლებმაც თქვენი მოსვლა მოვითხოვეთ კომიტეტზე, არამედ ბატონმა კობამ ყველას, მთელ პარლამენტს უნდა მოგვახსენოს, ანუ თქვენ კანონზე მაღლა აყენებთ თქვენს თავს, ბატონო კობა? პირდაპირ უთხარით აი ამ ხალხს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ უბრალოდ ფეხებზე გკიდიათ ჩვენ მიერ მიღებული კანონის მოთხოვნები, როცა ეს თქვენ გეხებათ. გაბედეთ და გვითხარით“, – მიმართა გიგა ბოკერიამ კობა გვენეტაძეს.
 
ოპოზიციის განცხადებებს უმრავლესობის უკმაყოფილება მოჰყვა. უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, თუ ოპოზიციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კითხვები აქვს, მათ შეუძლიათ ეს კითხვები პლენარულ სხდომაზე დასვან და ცალ-ცალკე კომიტეტებზე მისი მიყვანის აუცილებლობა არ არის. თალაკვაძის აღნიშნულ განცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
 
„ევროპული საქართველოს“ წევრმა არჩილ თალაკვაძეს კითხვით მიმართა, რატომ არ სცემს პატივს უმრავლესობა მათ მიერვე მიღებულ კანონს.
 
„ბატონო არჩილ, კითხვებს აუცილებლად დავსვამთ. მაგაზე არ ინერვიულოთ თქვენ, უბრალოდ ასეთი უტიფარი დეკლარაცია, რომ თქვენ მიერვე მიღებული კანონი ფეხებზე გკიდიათ, რას ნიშნავს? ჩვენ სესიაზეც გვინდა და კომიტეტზეც გვინდა. ორივეს თავისი სპეციფიკა აქვს და თუ თვლიდით, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, კანონში რატომ ჩაწერეთ? რა მორალს გვიკითხავთ აქ? დავუსვათ კითხვებს ნუ ნერვიულობთ. თქვენ გაგვეცით პასუხი, თქვენ მიერვე მიღებულ კანონს რატომ არ სცემთ პატივს. შეწუხდით ფორმატით? გგონიათ, რომ აქ ნაკლებად წამგებიანად გამოიყურებიან თქვენი მინისტრები აქ? ეგ ცალკე საკითხია, რომ არც აქ ვარგიან და არც იქ. თუ იმის თავი არ გქონდათ პოლიტიკურად, რომ ეს გაგეტანათ, რატომ წერდით მაშინ?“ – მიმართა გიგა ბოკერიამ უმრავლესობას

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...