მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერი უარყოფს კავშირს ზალკალიანის ვიზიტსა და ბარსელონაში ჩატარებულ სპეცოპერაციას...

პრემიერი უარყოფს კავშირს ზალკალიანის ვიზიტსა და ბარსელონაში ჩატარებულ სპეცოპერაციას შორის

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბარსელონაში სპეცოპერაციისას საქართველოს მოქალაქეების დაკავებას ეხმაურება. მამუკა ბახტაძე ქართველი ემიგრანტების იმ განცხადებებს პასუხობს, სადაც ისინი ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ესპანეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა. 
 
ესპანეთში მცხოვრები ქართველების თქმით, დავით ზალკალიანმა ესპანეთის ხელისუფლება დაარწმუნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ქართველებს თავშესაფარი არ უნდა მისცენ, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაკავებები. 
 
საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ მომხდართან და ზოგადად ქართველების დეპორტაციას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს კავშირი არ აქვს. 
 
,,ზალკალიანის ვიზიტი არაფერ კავშირშია მომხდართან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას ქვეყნაში. ტყუილია ის რომ პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან ადამიანები.  საქართველო ბევრმა ქვეყანამ აღიარო უსაფრთხო ქვეყნად,"-განაცხადა პრემიერმა.
 

სიახლეები

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...