მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტმა ჩააგდო მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა

პარლამენტმა ჩააგდო მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა

Published on

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.
 
კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.
 
დეპუტატმა ლევან კობერიძემ, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო თუ რომელ პროექტს ეყრებოდა კენჭი და თუ კი რეგლამენტი შესაძლებლობას იძლეოდა, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარებულიყო. როგორც ირაკლი კობახიძემ კობერიძის პასუხად აღნიშნა, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა.
 
შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩქარებული წესით იხილავდა.
 
ალბათ, აერიათ წითელი და მწვანე, „მომხრე“ და „წინააღმდეგი“, პლუსი და მინუსი, – ასე ხსნის ოპოზიციონერი დეპუტატი სერგო რატიანი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს.
 
“საზოგადოებას მოეხსენება, რომ მთავრობამ გამოაცხადა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება, მაგრამ არაფერი გაუკეთებია, რომ კანონში ცვლილებები გასულიყო. მხოლოდ ახლა, ერთი კვირის წინ მთავრობამ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა. ჩვენ ოპოზიციას გარკვეული შენიშვნები გვქონდა. დღეს, უმრავლესობამ ფაქტობრივად, ჩააგდო ეს კანონი. ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა იმის საფუძველზე, რომ პროექტი გაუაზრებელია და შეუთანხმებელია პარლამენტსა და მთავრობას შორის. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი უუნარობის, გაუაზრებლობის და უპასუხისმგებლობის," – განუცხადა ჟურნალისტებს სერგო რატიანმა.
 
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განმარტებით, თეორიულად შესაძლებელია, “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები დღესვე დადგეს კენჭისყრაზე.
 
“ვერ გეტყვით მიზეზს, რატომ ჩავარდა კანონპროექტი. ცხადია, რომ მხარდამჭერების შესაბამისი რაოდენობა ვერ მოგროვდა. რეგლამენტის გათვალისწინებით, ინიციატორს უფლება აქვს აღნიშნული კანონპროექტი ერთი თვის განმავლობაში განმეორებით დააყენოს კენჭისყრაზე. შესაბამისად, თეორიულად შესაძლებელია, რომ დღესვე დადგეს აღნიშნული კანონპროექტი კენჭისყრაზე. თუ ეს დღესვე ვერ მოხდება, ძალიან დიდი ალბათობით მომდევნო პლენარული სხდომების კვირაში მოხდება განმეორებით, მესამე მოსმენით კენჭისყრა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...