მთავარისიახლეებიპოლიტიკა„მათ უნდოდათ ჩემთვის ეჩვენებინათ, რომ აქ ვარ ზედმეტი“- სანდრა-ელისაბედ რულოვსი საკრებულოს სხდომას...

„მათ უნდოდათ ჩემთვის ეჩვენებინათ, რომ აქ ვარ ზედმეტი“- სანდრა-ელისაბედ რულოვსი საკრებულოს სხდომას დაესწრო [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა ელისაბედ  რულოვსი ესწრებოდა.

მან  ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სხდომაზე მივიდა იმიტომ, რომ აინტერესებდა ის, საკითხები, რაც სხდომაზე განიხილებოდა.

,,მე დღეს ვესწრებოდი საკრებულოს სხდომას და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა – მათ სურდათ  ჩემთვის ეჩვენებინათ რომ ზუგდიდში არის ყველაფერი ძალიან კარგად, რომ არის წინასაარჩევნო რეგულაცია კარგი, საკრებულოს  წევრების და მერიის კომუნიკაცია იდეალური და უნდოდათ ეჩვენებინათ,  ჩემთვის რომ მე აქ ვარ ზედმეტი .

მე ვფიქრობ რომ მე აქ არ ვარ ზედმეტი, ახლა არის ის დრო,  როცა აქ უნდა შეიცვალოს მერი და შეიცვალოს ქალაქის ხელმძღვანელობა. აქ უნდა დაიწყოს ხალხთან კომუნიკაცია, ზრუნვა, ბიუჯეტის სწორი გადანაწილება და კორუფციული სქემების მოსპობა.თქვენ იცით სდაც არის ის მერი, რომელიც აირჩიეს, თუ დანიშნეს 2017-ში,  არის ციხეში კორუფციული გარიგებების გამო.აქ არის კარგი ბიუჯეტი და არაფერი არ კეთდება, ან კეთდება და მოგვიანებით.მაგრამ აქ არის სხვა ინტერესები, სხვა კორუფციული ინტერესები“- განაცხადა სანდრა რულოვსმა. 

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს კითხვა დაუსვეს ზვიად გამსახურდიაზე,  დღესაც ფიქრობს თუ არა რომ ზვიად გამსახურდიამ სამეგრელოში ბანდიტური დაჯგუფება შექმნა, რომლის შესახებაც საკუთარ წიგნში დაწერა, სანდრა რულოვსმა  უპასუხა რომ, ეს არის  მისი  ავტობიუგრაფიული წიგნი და ეს არ არის სამეცნიერო ნაშრომი : „ ეს არ არის საქართველოს უახლესი ისტორიის ნაშრომი, რაც მე მაშინ დიდი ხნის წინ ვიცოდი    და რაც არ  იყო გააზრებული როგორც დღეს, მე ასეთი სიტუაცია აღვწერე. იმ 90-იან იან წლებში რა სიტუაციაც იყო და როგორი წარმოდგენაც არსებობდა,  ის აღვწერე. ნამდვილად არ ვფიქრობ ზვიად გამსახურდიაზე ასე, აუცილებლად დავწერ მეორე წიგნს და იქ დავწერ ყველაფერს"-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

 

 

 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...