მთავარისიახლეებისაზოგადოებადევნილების ნაწილი ბინას სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეიძენს

დევნილების ნაწილი ბინას სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეიძენს

Published on

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის   სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში არიან რეგისტრირებული, შეეძლებათ თავისივე შერჩეული საცხოვრებელი ფართები სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ. 
 
ეს ეხება  იმ დევნილებსაც, რომლებიც ფაქტობრივად ზუგდიდში და სხვა ქალაქებში ცხოვრობენ, თუმცა დედაქალაქში არიან რეგისტრირებული
 
სამინისტრო ოჯახებს ერთ კვადრატულ მეტრზე მაქსიმუმ 350 აშშ დოლარით დააფინანსებს. თავის მხრივ, დევნილი ოჯახის წილი კვადრატულ მეტრზე მინიმუმ 60 დოლარი იქნება.
 
შესასყიდი საცხოვრებელი ფართის კვადრატულობა ოჯახის წევრთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. ერთსულიანი ოჯახისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 35კვ.მ, ორსულიანი ოჯახისთვის 40კვ.მ, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე დამატებით 10კვ.მ.
 
პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება პირველ აპრილს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
 
განაცხადები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოში – ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში. 

სიახლეები

ზელენსკი არ არის კარგი ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა ღირს – ტრამპი

ზელენსკი არ არის კარგი ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა ღირს... ისინი არ აპირებენ ზელენსკისთან...

აშშ-ის სკოლაში სროლის შედეგად 4 პირი დაიღუპა, მათ შორისაა 3 ბავშვი

აშშ-ის სკოლაში სროლის შედეგად 4 პირი დაიღუპა, მათ შორისაა 3 ბავშვი - როგორც Reuters...

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...