მთავარისიახლეებიპოლიტიკაანდერს ფოგ რასმუსენი: შეცდომა იყო, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და...

ანდერს ფოგ რასმუსენი: შეცდომა იყო, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მისცეს

Published on

შეცდომა იყო, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მისცეს, – ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიაში, რომელიც ნატო-ს 70 წლის იუბილეს ეხება.
 
„ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში ნატო განაგრძობს ალიანსში ახალი წევრების მიღებას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ გაფართოებისკენ მისწრაფებამ რუსეთის ანტაგონიზირების სიფრთხილე გააჩინა, ამგვარი თავშეკავება არაგონივრულია. ბოლო დროის ისტორია გვიჩვენებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ნატო მერყეობს, რუსეთი თავდასხმაზე გადმოდის. მაგალითად, 2008 წლის აპრილში ნატო-ს მოკავშირეები ბუქარესტში შეიკრიბნენ, რათა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხი განეხილათ. გერმანიისა და საფრანგეთის დაჟინებული მოთხოვნით, ჩვენ გადავწყვიტეთ გადაგვედო გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლომდე. ჩემი აზრით, ეს შეცდომა იყო. რამდენიმე თვეში ვლადიმერ პუტინმა საქართველოში შეჭრის შესახებ ბრძანება გასცა და საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირება მოახდინა“, – წერს თავის სტატიაში ანდერს ფოგ რასმუსენი.
 
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ საქართველოს და უკრაინას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ ნატო-ს წევრობისთვის კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით.
 
„ნატო-სთან მჭიდრო უერთიერთობების პერსპექტივამ ბიძგი მისცა მნიშვნელოვანი დემოკრატიული და სამხედრო რეფორმების განხორციელებას“, – წერს რასმუსენი.
 
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს კონფლიქტი დონბასის რეგიონში და რუსეთმა თავისი ჯარები გაიყვანოს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.
 
„ალიანსმა მკაფიოდ უნდა გააგებინოს რუსეთს, რომ რუსეთის მიერ ტერიტორიების მიტაცება არ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი ასპირანტი სახელმწიფოებისთვის გაწევრიანების გზის შესათავაზებლად“, – დასძინა მან.

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...