მთავარისიახლეებიპოლიტიკაამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყება

ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყება

Published on

ვმუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს ფრენები ამერიკისა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, აშშ-სა და საქართველოს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, რაც დაგვეხმარება, რომ ერთი ორად გაიზარდოს ის ეკონომიკური პოტენციალი, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.
 
„ჩვენ ვცდილობთ აშშ-სთან განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა, გავხადოთ იგი კიდევ უფრო ღრმა. აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ეკონომიკურ კვლევაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება.
 
ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ მოვიძიოთ შესაბამისი კომპანია, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს ფრენები ამერიკისა და საქართველოს შორის. პირდაპირი ავიარეისები დაგვეხმარება, რომ ერთი ორად გავზარდოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით," – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...