მთავარისიახლეებიპოლიტიკასამხედრო მფრინავს ეკატერინე ქვლივიძეს პარლამენტში გამართულ მინისტრის საათზე დასწრების უფლება არ მისცეს

სამხედრო მფრინავს ეკატერინე ქვლივიძეს პარლამენტში გამართულ მინისტრის საათზე დასწრების უფლება არ მისცეს

Published on

 
სამხედრო მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე არ შეუშვეს. 
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თავდაცვის მინისტრი  დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. ხოშტარიას თქმით სამხედრო მფრინავს ჯერ თავდაცვის სამინისტროს, ახლა კი პარლამენტის კარიც მიუხურეს, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს მისი მწვავე კითხვებისთვის პასუხის გაცემა არ დაჭირვებოდა. გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტში მისული ეკატერინე ქვლივიძე სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არ შეუშვეს:
 
"ამ შენობაში ახლა იმყოფება ეკა ქვლივიძე, რომელიც ყველა ქვეყნისთვის უნდა იყოს საამაყო სიმბოლო თანამედროვე ნატო-ს სტანდარტების ღირსეული შეიარაღებული ძალებისთვის. ყველა რომ ფეხზე უნდა ვიდგეთ და ტაშს ვუკრავდეთ ისეთი ადამიანია. ეს ადამიანი ახლა დგას პარლამენტის მიერ მიჯახუნებული კარის მიღმა. არათუ თავდაცვის სამინსიტროს კარი მიუჯახუნეთ, პარლამენტის კარიც მიუჯახუნეთ, რომ ვაი და არ ესიამოვნოს ჩვენს თავდაცვის მინისტრს, რომ მისი სახე დაინახოს, უბრალოდ რომ მოუსმინოს. ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადამიანებით არ ვამაყობთ. ამ მაგალითზე მინდა იმ სადღეგრძელოს მიღმა, რომელიც მოვისმინეთ რამდენიმე მთავარი პრობლემა გამოვავლინოთ: ეს არის ჯარის დისკრედიტაცია, ვის მოზიდვაზე ლაპარაკობთ, როდესაც ასეთ ადამიანს წიხლს ჰკრავთ და შეურაცხყოფთ. ამბობთ, რომ მილიონები უნდა დახარჯოთ შვეულმფრენების მოდერნიზებაში, აგერ გყავთ მფრინავი და გარდა იმისა, რომ გადინებაა, როგორ აპირებთ, ათეულობით ადამიანი უნდა,რომ ამ მოდერნიზებას მოემსახუროს. ვის ატყუებთ? სად ხარჯავთ ამ მილიონებს ადამიანებს თუ კარგავთ, ვინც შვეულმფრენები უნდა ატაროს. მას უფროსმა უთხრა, ქალებისთვის რესურსის ხარჯვას არ ვაპირებთო. კიდევ ერთი სისტემური პრობლემა. ამერიკელმა პარტნიორებმა, რომლებზეც დგას ქართული შეირაღებული ძალები, ამ ადამიანში ფული რომ ჩადეს და ათასობით დახარჯეს, რომ მერე ვიღაცა უზნეო ადამიანმა უთხრა, რომ ქალებისთვის დრო არ მყოფნის და მფრინავის გეგმაში ვერ ჩაგსვამთო და გორში ქვეითებში რომ გადააგდეს მფრინავი ადამიანი.“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...