მთავარისიახლეებისაზოგადოებაპანკისის ხეობის სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი ნახეს

პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი ნახეს

Published on

პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი ნახეს.
 
მოზარდი სახლის სახურავზე ასვლას და იქიდან პატარა დის სათამაშოს ჩამოღებას შეეცადა, როდესაც სახურავის რკინაზე ჰიჯაბით ჩამოეკიდა და გაიგუდა.
 
შემთხვევის დროს ოჯახის 5 მცირეწლოვანი ბავშვი სახლში მარტო იყო. მშობლებს შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ტრაგედიის მიზეზების დასადგენად ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები.
 
თავდაპირველად განიხილებოდა თვითმკვლელობის ვერსია, რასაც ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
 
"სასწრაფო დახმარებას რომ დავურეკეთ, ცოტა დაიგვიანა და ჩვენ თვითონ მოვნახეთ მანქანა და გავუგზავნეთ, მაგრამ დაგვიანებული იყო, ვერ მიაღწიეს საავადმყოფომდე", – აცხადებენ ადგილობრივი მცხოვრებლები

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...