მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან იზორია კატეგორიულად გამორიცხავს კორუფციის არსებობას თავდაცვის სამინისტროში

ლევან იზორია კატეგორიულად გამორიცხავს კორუფციის არსებობას თავდაცვის სამინისტროში

Published on

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება, დეპუტატები მისთვის მწვავე კითხვების დასმას აპირებენ. მინისტრი ამბობს, რომ დეპუტატებს მოუწევთ ფაქტებით დაასაბუთონ ის განცხადებები, რომლებსაც კორუფციასთან მიმართებით აკეთებენ.
 
„ეს არის აბსურდი და ტყუილი. ეს არის არარსებულ ფაქტებზე დაფუძნებული განცხადებები, რომელიც უნდა ვამხილო დღეს და ძალიან მაინტერესებს ფართო საზოგადოებამაც გაიგოს რა კონკრეტულ ინფორმაციას, ფაქტს ეფუძნება ვფიქრობ სერიოზული ადამიანების განცხადებები, რომლებსაც ამბიცია აქვს ხალხს მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია და ზოგს ამბიცია აქვს, რომ აქ იყოს ხალხის სახელით წარმოდგენილი.
 
ძალიან მაინტერესებს და სიამოვნებით მოვუსმენ ამ ე.წ. კორუფციის ფაქტებს. თქვენ საუბრობთ სახელფასო ბარათების გამოყენებაზე, რომელიც დაიწყო ჩემს მინისტრობამდე და რომელიც გამოვავლინეთ. ეს ფაქტები არის კორუფციის გამოვლენის ფაქტები, კორუფციასთან ბრძოლის ფაქტები რომლესაც ყველამ ხელი უნდა შეუწყოს,“-განაცხადა ლევან იზორიამ.
 
 მინისტრი დაინტერესებულ მხარეებს ყველა შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებას სთავაზობს, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას და რომელიც მისი თქმით, გააბათილებს კორუფციასთან დაკავშირებულ ყველა ეჭვსა და ბრალდებას.
 
„ორ წელიწად ნახევარზე მეტია ჩვენ თავდაცვის უწყებაში ვართ და არ მინახავს არც ერთი დეპუტატი უწყებაში. თუ მათ აღელვებთ არსებული სიტუაცია, მოვიდნენ, ჯარი ყველასთვის ღიაა. გამოდის და ვიღაც ამბობს, ხორცი არაა ჯარში, შიმშილის პირასაა ჯარი, კორუფციული ინტერესების გამო ტენდერი ჩავარდა, როდესაც არ ჩაგვიტარებია აღნიშნული ტენდერი. კატეგორიულად გამორიცხეთ კორუფციის არსებობა თავდაცვის სამინისტროში. მითხარით კონკრეტული ფაქტი, რომელიც ამას ადასტურებს და მე კარს ვაღებ მედიისთვის, სადაც ყველანაირ დოკუმენტაციას წარმოვადგენ, გარდა საიდუმლო ინფორმაციისა“, – განაცხადა ლევან იზორიამ

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...