მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ეს არის ადამიანური ტრაგედია... წამზომზე აპელირება არ არის სწორი“ - მამუკა ბახტაძე...

„ეს არის ადამიანური ტრაგედია… წამზომზე აპელირება არ არის სწორი“ – მამუკა ბახტაძე ია კერზაიას საქმეზე ევროპარლამენტარების წერილს პასუხობს

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ გააკეთა კომენტარები წერილზე, რომელიც მას 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა   მისწერა.

წერილში სხვა საკიტხებტან ერთად საუბარია საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე. ევროპარლამენტარები საქმის დროულ გამოძიებაზე საუბრობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ია კერზაიას საქმე არის ადამიანური ტრაგედია და გამოძიების გაწელვის მიზეზი კი ის არის, რომ საჭიროა თითოეული დეტალის გამორკვევა, ამით კი, როგორც პრემერი აცხადებს, თავადაც არის დაინტერესებული:

„ეს არის ადამიანური ტრაგედია და მესმის, რომ საზოგადოებაში არის მაღალი ინტერესი, რომ გაირკვეს თითოეული დეტალი ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მინისტრის კომენტარი და მინისტრი ყოველთვის მზად არის, რომ საზოგადოებას უპასუხოს. ვიცით, რომ პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას, საზოგადოებაში არის ინტერესი, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს გარკვევა. მეც მაქვს ეს ინტერესი, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს, წამზომზე აპელირება შეიძლება არ იყოს სწორი მიდგომა, გვსურს, რომ თითოეული დეტალი იქნეს გარკვეული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...