მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ძალადობრივ გზას გამოსავალი და შედეგი არ ექნება“- ჯანდაცვის მინისტრი „დირსის“ საცხოვრებელ...

,,ძალადობრივ გზას გამოსავალი და შედეგი არ ექნება“- ჯანდაცვის მინისტრი „დირსის“ საცხოვრებელ სახლში დევნილების შეჭრას გამოეხმაურა

Published on

„დირსის“ საცხოვრებელ სახლში დევნილების შეჭრას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა. სერგეენკოს თქმით, შენობაში ძალისმიერი შეჭრა გამოსავალი არ არის და შესაბამისად, ის შედეგს ვერ მოიტანს.
 
„შენობაში ძალისმიერი შეჭრა მართლა არ არის გამოსავალი, ეს არ არის ის გზა, რომლის მიხედვითაც ადამიანები საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან. ერთადერთი გზა არის ის რიგითობა, რომლის დაცვის ვალდებულებაც ჩვენ გვაქვს. სხვანაირად, ერთ ჯერზე ორი მილიარდი დოლარი, უბრალოდ, არ გვაქვს ამისთვის.
 
რიგითობა უნდა იყოს შეთანხმებული დევნილთა საზოგადოებასთან, გამჭირვალე და აღქმადი მათი ჩართულობით.
 
ახლა კონკრეტული პრობლემა არის ის, რომ დევნილების ნაწილს, რომელშიც სოციალური საჭიროებები არის ჩადებული, არ აკმაყოფილებს ეს მეთოდოლოგია. რამდენჯერმე შევხდით მათ და ერთობლივად ვამუშავებთ ამ საკითხს. ძალადობრივ გზას გამოსავალი და შედეგი არ ექნება“,- განაცხადა სერგეენკომ..

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...