მთავარისიახლეებისამართალიჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა: ,, ივანიშვილს დეკანოზზე ველაპარაკე''

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა: ,, ივანიშვილს დეკანოზზე ველაპარაკე”

Published on

 
,, ივანიშვილს დეკანოზზე ველაპარაკე'' –  განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" ე.წ ციანიდის საქმეზე საუბრისას. 
ჩემი მხრიდან თითქოს უხერხულიც იქნებოდა, რომ ე.წ ციანიდის საქმეს არ შევხებოდი. არც სინდისის წინაშე, არც მამაოს [დეკანოზ გიორგი მამალაძის] წინაშე მართალი არ ვიქნებოდი.
 
იცით ჩემი დამოკიდებულება, რომ რა თქმა უნდა, შარში გაეხვა, როგორც ხელისუფლება, ისე ეკლესია ციანიდის საქმით. შიდა დაპირისპირების გარეთ გამოტანა იყო მაშინ, როდესაც ქორეპისკოპოსის მიერ თავის კათედრაზე დაანონსდა, რომ პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებულია ბრძოლა და სიძეობა არ არის იმუნიტეტი, მას ხელშეუხებლობა ვერ ექნება. შემდეგ სინოდზე არ იქნა განხილული და გარკვეული, თუ რა დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და შემდეგ 1 თვეში ვიხილეთ მამა გიორგი ციანიდით.
 
რა თქმა უნდა, განცხადებები, რაც ყოფილმა პრემიერმა გააკეთა, აბსოლუტურად არ ვნანობ, რა სახელიც დავარქვი და როგორც შევაფასე მისი განცხადებები…
 
დიახ, ამ ყველაფერზე ვესაუბრე [ივანიშვილს], მე ჩემი ანალიზი, რასთან გვაქვს საქმე და რასთან გვქონდა, რა შეცდომები დავუშვით, მას მოვახსენე. ძალიან ყურადღებით მოისმინა და დანარჩენი, ევროპულ სასამართლოში საქმე წასულია, მსვლელობა მიეცა და ის თავის სათქმელს იტყვის.
 
მე სურვილი მაქვს, რომ მამაო როდესაც განთავისუფლდება (და უდანაშაულო მღვდელი არ უნდა იჯდეს ციხეში, შუამდგომლობა უნდა დააყენოს საპატრიარქომ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პასუხისმგებლობა პირადად კათალიკოს-პატრიარქს ვაკისრებ), ეს საკითხი უნდა განიხილოს სინოდის სხდომაზე, რომელსაც შეთავსებული აქვს საეკლესიო სასამართლოს ფუნქცია.
 
 
 აი, როდესაც ბატონ ზვიადს [გამსახურდია] ვახსენებთ, წარმოიდგინეთ, რომ 80-იან წლებში პატრიარქს მიმართავს წერილით და 1980 წელს ერის ადამიანი, რომელიც როგორც წერილში ჩანს, ზედმიწევნით კარგად იცნობს სჯულის კანონს, საეკლესიო სამართლის და პატრიარქს სთხოვს, რომ საეკლესიო სასამართლო აღადგინოს იმიტომ, რომ ეკლესიაში არის ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა და, აი, დღეს გასულია 39 წელი და დღესაც იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ ”

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...