მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს პირველი პრეზიდენტის წერილი, რომელსაც შელიების ოჯახი რელიქვიად ინახავს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის წერილი, რომელსაც შელიების ოჯახი რელიქვიად ინახავს

Published on

სოფელ ანაკლიაში  შელიების ოჯახში დღემდე რუდუნებით ინახება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წერილი. ეს წერილი ზვიად გამსახურდიამ ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის აღორძინების ფონდს გამოუგზავნა. ის გროზნოშია დაწერილი, დევნილობის დროს. ამის შესახებ ფონდის ყოფილი მთავარი ბუღალტრის შვილმა დათა შელიამ განაცხადა. „მხედრიონის თარეშის შემდეგ შეიქმნა ეს ფონდი,რომელსაც ჰყავდა გარკვეული შემომწირველები.მამა,მიტო შელია მთავარ ბუღალტრად მუშაობდა ამ ფონდში. ეროვნული მთავრობის დამხობა ჩვენს ოჯახსაც შეეხო ბუნებრივია,ჩვენ დავტოვეთ საქართველო მშობლებთან და ჩემს ძმასთან ერთად. მამამაც დაცალა ფონდის ოთახი,მას უკვე შევარდნაძის მთავრობის წარმომადგენლები თხოვდნენ დაესახელებინა ფონდის შემომწირველები,რაზედაც მან კატეგორიული უარი განაცხადა. იმ პერიოდში განსაკუთრებული სიდუხჭირე იყო აქ და ეს ფონდი გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა.სადაც მივდიოდით ეს წერილი ჩვენს ოჯახს თან მიჰქონდა,დიდი პატივია ჩვენთვის,რომ გვაქვს ეს წერილი “,- ამბობს დათა შელია. 
 
 
 
 
 
„მივესალმები სამეგრელოს რეგიონის აღორძინების ფონდის შექმნას ზუგდიდში. ეს კეთილი წამოწყება უთუოდ დიდი სტიმული იქნება მძიმე ეკონომიკური კრიზისისა და ხუნტის მიერ გაჩაღებული სამოქალაქო ომის პირობებში,მას მხოლოდ ჩვენი კუთხისთვის როდი აქვს მნიშვნელობა,არამედ სრულიად საქართველოსთვის. ყოველი ჭეშმარიტი ქართველის ვალია თავისი წვლილი შეიტანოს ამ ფონდის გაძლიერებაში“- წერია წერილში.
 საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.1993 წლის 9 ივნისი.
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...