მთავარისიახლეებისაზოგადოებაგლდანში ქალს სამი პირი დაესხა თავს

გლდანში ქალს სამი პირი დაესხა თავს

Published on

თბილისში, გლდანის  მე-6 მიკრო რაიონში ქალს თავს სამი პირი დაესხა.  თავდაპირველად ისინი საცხოვრებელ ბინაში შეიჭრნენ. შეჭრიდან, რამდენიმე წუთში სახლში ქალბატონი მივიდა, რომელიც დაკეტილ ბინას მეთვალყურეობდა. ნიღბიანები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შეკრეს, სახლიდან სხვადასხვა ნივთები წაიღეს და მიიმალნენ.
 
უკვე გამოიკითხნენ მეზობლები და დაზარალებული, რომლის დროებით საავადმყოფოში გადაყვანაც გახდა საჭირო.
 
"დაიჭირეს, შეათრიეს შიგნით, გახეთქეს ცემაში, დააბეს ფულს თხოვდნენ… სამნი იყვნენ, ნაცემი იყო ტუჩი გახეთქილი ჰქონდა, ტანზეც სილურჯეები. ამბობს რომ შინაურები არიან ალბათო, მაგრამ თავზე "მასკები" ჰქონდათ, ვერაფერი ვერ დაინახა,"-აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები, მურმან ფერაძე.
 
შსს-ში აცხადებენ, რომ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს. ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...