მთავარისიახლეებიპოლიტიკაგამოკითხულთა 58,6%-ს სჯერა, რომ თანამდებობის პირები თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს. 77,2% მიიჩნევს,...

გამოკითხულთა 58,6%-ს სჯერა, რომ თანამდებობის პირები თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს. 77,2% მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრებს საკუთარი ბიზნესი აქვთ.

Published on

გამოკითხული მოსახლეობის 68,8% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებენ. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც „ღია საზოგადოების ფონდმა" ჩაატარა.
 
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა58,6%-ს სჯერა, რომ თანამდებობის პირები თანხის სანაცვლოდ მფარველობენ ბიზნესს.
 
კითხვაზე, შეუშლის თუ არა ხელს დიდი ბიზნესის წარმატებას მისი მფლობელის მიერ ოპოზიციური პარტიის დაფინანსება – მოსახლეობას ასე პასუხობს: ძალიან შეუშლის – 26,4%, მეტნაკლებად შეუშლის – 36%, არცთუ ისე შეუშლის – 10,2%, საერთოდ არ შეუშლის – 5,6%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 21,8%.
 
გამოკითხული მოსახლეობის 77,2% მიიჩნევს, რომ მთავრობის წევრებს საკუთარი ბიზნესი აქვთ. ამასთან, მთავრობის წევრის მიერ თანამდებობის პარალელურად ბიზნესის ფლობას მოსახლეობის 68,5% დიდ ან არცთუ ისე დიდ პრობლემად მიიჩნევს.
 
კითხვაზე, დასაქმების ვის უფრო მაღალი შანსი აქვს: კანდიდატს შესაბამისი უნარებით თუ მინისტრის ნათესავს ნაკლები უნარებით – მოსახლოების 68,8 პროცენტი პასუხობს, რომ მაღალჩინოსნის ნათესავს.
 
კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითოეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს.
 
საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.
 
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...