მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნების შემთხვევაში დაიბეგრება

საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნების შემთხვევაში დაიბეგრება

Published on

„გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“, ხელისუფლებას მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება საპენსიო რეფორმას. 
 
ოპოზიციური გაერთიანების წევრების თქმით, საქართველოს მთავრობა თაღლითური სქემის მეშვეობით, დაახლოებით 200 ათასი მოქალაქისა და მათი დამსაქმებელი კომპანიებისგან აპირებს ბიუჯეტის შევსებას. 
 
კერძოდ, სავალდებულო საპენსიო რეფორმაში 40 წელს გადაცილებული დასაქმებულები იმ პირობით ჩართეს, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ მათ ექნებოდათ საპენსიო სქემის დატოვების საშუალება და გადარიცხული თანხა სრულად დაუბრუნდებოდათ უკან. თუმცა საპენსიო სააგენტოდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ თუ პიროვნება დატოვებს საპენსიო სქემას, თანხის დაბრუნებისას მის მიერ დაგროვებული თანხა დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ხოლო ცალკე კომპანიებისთვის დასაბრუნებელი თანხა დაიბეგრება 20%-ით. 
 
ოპოზიციის განცხადებით, ამ მანიპულაციით ბიუჯეტში დასაქმებულებისა და კომპანიების გადახდილი თანხებიდან რამოდენიმე მილიონი ლარი მოხვდება. 
 
"რეფორმის დაწყებიდან 3 თვის თავზე საკუთარი მოქალაქეების მოტყუების მცდელობა გვაფიქრებინებს, რომ "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის მიზანი არა საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი კეთილდღეობაა, არამედ ამ ე.წ. რეფორმის მიზანი მოქალაქეებიდან და კომპანიებიდან დამატებითი თანხების მობილიზებაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა და "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენებენ,"-აცხადებს შუშანია. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...