მთავარისიახლეებიპოლიტიკამთელი „ქართული ოცნება“ ერთ დღეში ზვიადისტი გახდა- გია ხუხაშვილი

მთელი „ქართული ოცნება“ ერთ დღეში ზვიადისტი გახდა- გია ხუხაშვილი

Published on

„მთელი „ქართული ოცნება“ ერთ დღეში ზვიადისტი გახდა“, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
 
მან ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის ვიზიტზე სამეგრელოში და საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანასთან დაკავშირებით მოწოდებაზე. ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პროცესს უკავშირდება და სამეგრელოში მცხოვრებ ელექტორატზეა გათვლილი.
 
„გვახსოვს, როგორ იყო ექსპლუატირებული არაერთ არჩევნებზე ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის თემა. ყველა არჩევნების წინ იწყებოდა კამპანია, რომ აი, დღე-დღეზე საქმე იქნებოდა გახსნილი. სინამდვილეში, არჩევნების მერე უკვე თაროზე შემოიდებოდა. სამეგრელოში ეს მაინცდამაინც არ ჭრისო და ახლა გადაწვდნენ უკვე ზვიად გამსახურდიას, მიაჩნიათ, რომ ზუგდიდის არჩევნები მნიშვნელოვანია და ნამდვილად ასეა, რადგან სამეგრელოს განწყობები ძალიან სახიფათოა ხელისუფლებისთვის. და აი, ასეთი რაღაცა მოიფიქრეს. ძალიან ცუდად ფუთავენ ამ ყველაფერს, ეს უბრალოდ კომედიაა, რადგან რა უნდა დავარქვათ იმას, რასაც ვუყურებთ ამ ზვიადიზმის აფეთქებასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“, სიყვარულის ბუშტი რომ გაუსკდა ყველას მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი იხილეს ცნობილ ადგილზე. იქ ისეთი კადრებია, ფელინის „ამარკორდს“ ძალიან მოუხდებოდა. ძალიან კომიკურია ეს ყველაფერი და იმდენად უხარისხოდ კეთდება, რომ არავის ამის არ სჯერა. თანაც, იმ ფონზე კეთდება ეს, როდესაც 2-3 თვის წინ ზვიად გამსახურდიას შვილები პროკურატურში შიმშილობდნენ. ერთია ივანიშვილის ასეთი ქმედება, ხოლო მეორეა, მერე რა მოხდა, მეორე დღეს როგორ აფეთქდა სიყვარულის ნაღმი „ქართულ ოცნებაში“ ზვიად გამსახურდიას მიმართ. ერთმანეთს რომ ასწრებდნენ – ვინ საფლავზე გარბოდა და ვინ – განცხადებებს აკეთებდა. ერთ დღეში მთელი „ქართული ოცნება“ გახდა ზვიადისტი, გეგონება, რომ ზვიადის კულტია ამ ქვეყანაში. შეიძლება, მისი სურათიც დაიკიდონ კაბინეტებში ერთი თვით, არჩევნებამდე, მერე ჩამოხსნიან, რა თქმა უნდა. იმ ადამიანს რაღას ვერჩით, გარდაცვლილს? უკვე ცინიზმის ზღვარზეა ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...